მთავარი ჯანმრთელობა რა ხდება თქვენს ორგანიზმში, თუკი საღამოს 10 საათზე იძინებთ

რა ხდება თქვენს ორგანიზმში, თუკი საღამოს 10 საათზე იძინებთ

by Keti

უკეთ ვაკონტროლებთ ემოციებს

კვლევები აჩვენებს, რომ ვისაც საკმარისად სძინავს, ბევრად ბედნიერია ცხოვრებაში. როცა ძილი გვაკლდება, ვხდებით ემოციურად არასტაბილურები და რთულად ვახერხებთ ამის კონტროლს. აგრეთვე ადრე დაძინება ნიშნავს ადრე გაღვიძებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულში სეროტონინის წარმოებისთვის.

უკეთ ვიგებთ სხვა ადამიანების ემოციებს

ერთი კვლევა გვეუბნება, რომ კარგი ძილის დანაკლისი ართულებს ბედნიერებისა და სევდიანი ხასიათის ამოკითხვას სხვა ადამიანებში. კვლევის მიხედვით, ამ დროს ბევრი ემოციური დეტალი გამოგვრჩება ხოლმე და შეუძლებელი ხდება ადამიანის გულწრფელობაში დარწმუნება.

თუმცა განსხვავებით ბედნიერებისა, ბრაზისა და შიშის წაკითხვა უფრო მარტივდება, რადგან ეს ჩვენი პირველყოფილი, თვითგადარჩენისთვის საჭირო ემოციებია და ადვილად ვიგებთ საფრთხეს.

თქვენ რომელ დროს იძინებთ ხოლმე? რამდენსაათიანი ძილი გჭირდებათ, რომ დილით მხნედ იყოთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ეს საჭირო სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!