საშუალოდ ადამიანი კვირაში 4 საათს ტანსაცმლის რეცხვაში ატარებს. თანამედროვე სარეცხი მანქანები ბევრ სამუშაოს ასრულებს და ბევრ დროს გვაზოგინებს, თუმცა ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ერთ ხრიკს, რომელიც რეცხვის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.
უბრალოდ ჩადეთ სველი ხელსახოცი მანქანაში, სანამ იქ ტანსაცმელს მოათავსებთ და ნახავთ რა მოხდება.
ტანსაცმელზე აღარ იქნება ბეწვები
სველი ხელსახოცი ტანსაცმელს აშორებს თმას და ბეწვებს. ხელსახოცი იწოვს ზედმეტ სხეულებს და წმენდს ქსოვილს მასზე არსებული ბეწვის, ნაძენძისა და თმისგან.
როგორ გავაკეთოთ ეს სწორად
ჩადეთ მანქანაში 3 ან მეტი სველი ხელსახოცი. შემდეგ როცა მანქანა ბრუნვას დაიწყებს, ხელსახოცი შეერევა ტანსაცმელს და მოაგროვებს თმასა და ბეწვს. გამოიყენეთ ახალი ხელსახოცები შედეგის დასანახად.
ხელსახოცი უნდა იყოს სქელი
ხელსახოცი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, რათა მანქანაში არ გაიხეს.
ქაღალდისა და ქსოვილის ხელსახოცები არ მუშაობს
არ ეცადოთ სველი ხელსახოცების ჩანაცვლება ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცით. ქაღალდი არ არის მდგრადი და დაიშლება, ნაჭერი კი უბრალოდ შედეგს ვერ მოგცემთ.
ხელსახოცის სუნის მოშორება
თუ არ გსურთ, რომ ტანსაცმელმა სველი ხელსახოცის სუნი შეითვისოს, აარჩიეთ ანტიბაქტერიული ან უსუნო ხელსახოცები. შეგიძლიათ სუნის მოსაშორებლად დაამატოთ ქსოვილის დამარბილებელი.
თქვენ გიცდიათ ოდესმე ეს მეთოდი? სხვა ასეთი ხრიკი ხომ არ იცით მარტივად რეცხვისთვის? თუ ასეა, მოგვიყევით კომენტარებში!