ანტიკური ეპოქის მსოფლიოს 7 საოცრების შესახებ ყველას სმენია. მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ბევრად მეტი გასაოცარი შენობა არსებობს, რომლებიც ჩვენ ყურადღებას იმსახურებენ.
ჩვენ მათ მივაგენით და დღეს გაგიზიარებთ შესანიშნავ თანამედროვე ნაგებობებს, ჩვენი ცივილიზაცია ჭეშმარიტად უნდა ამაყობდეს ამ არქიტექტორული შედევრებით.
14. ლოტუსის შენობა ვუჯინში, ჩინეთი
ეს ლამაზი შენობა ამ სახელს ლოტუსის ფორმის ქონის გამო ატარებს. არქიტექტორის იდეა იყო შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა ამინდისა და სეზონის მიუხედავად.
13. დაუჯერებელი სასტუმრო ალპებში
ეს ჯერ კონცეპტია, თუმცა გულგრილად ვერ ჩავუვლიდით. ალპებში ასეთი სასტუმრო შენდება, მისი შემქმნელი ანდრი როჟკოა, რომელმაც შთაგონება ამ დრამატული მთის ლანდშაფტისგან მიიღო.
12. ლოტუსის ფორმის სასახლე ბაჰაპურში, ინდოეთი
ლოტუსის ფორმის კიდევ ერთი შენობა, რომლის კარიც ყველასთვის ღიაა. სასახლეს 9 შესასვლელი კარი აქვს, რაც ყოველი რელიგიის ერთიანობას გამოხატავს.
11. როტერდამის კუბური სახლები, ჰოლანდია
აქ 40 სახლის თავშეყრაა, ისინი შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს სამყაროს უკუღმა ვუყურებთ.
10. ატომიუმი ბრიუსელში, ბელგია
მეტალის უზარმაზარი სკულპტურა, რომელიც სინამდვილეში განსაკუთრებული შენობაა. იქ იხილავთ მეცნიერების მუზეუმს და რესტორანს.
9. ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი ვალენსიაში, ესპანეთი
თანამედროვე არქიტექტურის გამოჩენილი ნიმუში. კომპლექსი 5 შენობისგან შედგება: პლაზა, კინოთეატრი, პარკი, მეცნიერების მუზეუმი და ოკეანოგრაფიული პარკი.
8. ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში, აზერბაიჯანი
ეს ბაქოს გამორჩეული შენობაა. დიდი ქალი არქიტექტორი – ზაჰა ჰადიდი – ცნობილია ,,უცხოპლანეტელური” ფორმების სიყვარულით და ამ შენობის დიზაინიც ასე გააფორმა.
7. ემფორიას სავაჭრო ცენტრი მალმოში, შვედეთი
ეს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია სკანდინავიაში. ვიზუალი უბრალოდ განსაცვიფრებელია.
6. La Muralla Roja კალპეში, ესპანეთი
აქ ალბათ ყველა ისურვებდა ცხოვრებას. სახელი ითარგმნება, როგორც ,,წითელი კედელი”.
5. ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი სინგაპურში
მუზეუმი სინგაპურის ერთ-ერთი მთავარი ცდუნებაა. მისი ფორმა ფიალისმაგვარ პალმებს ან ლოტუსის ყვავილს მოგაგონებთ. ფონად 3 ცათამბჯენი კი მდიდრული სასტუმროა.
4. დედაქალაქის კარიბჭე აბუ დაბში, არაბთა გაერთიანებული საამიროები
160 მეტრი და 35 სართული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა და გინესის რეკორდების წიგნში შესული, როგორც ,,მსოფლიოს ყველაზე მაღალი და დახრილი შენობა.”
3. მარკეტის დარბაზი როტერდამში, ნიდერლანდები
ეს მსოფლიოს ულამაზეს შენობებს შორის შედის, შენობის გახსნის ცერემონიალს ნიდერლანდების დედოფალიც კი დაესწრო.
2. გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, ესპანეთი
ეს შენობა დეკონსტრუქტივიზმის სტილისაა და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნაგებობად ითვლება. არქიტექტორმა ფილიპ ჯონსონმა მას ,,ჩვენი დროის ყველაზე დიდებული შენობა უწოდა.”
1. გრაცის კუნსჰაუსი გრაცში, ავსტრია
თანამედროვე ხელოვნების გალერეა სახელად ,,მეგობრული უცხოპლანეტელი.”
ბონუსი: არქიტექტურული ფორმა უჩვეულო კუთხიდან
ბარსელონელი მედია არტისტი ვიქტორ ენრიხი ქმნის დაუჯერებელ შენობებს, თანამედროვე არქიტექტურის დეკონსტრუქციებს და რეკონსტრუქციებს. მისი წარმოსახვისა და დიდებული კომპიუტერული ფოტოგრაფიული მანიპულაციების წყალობით, ცათამბჯენები და სხვა შენობები იხრება, იღუნება და ტრიალებს
რომელი შენობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ხომ არ გინახავთ რომელიმე რეალურ ცხოვრებაშიც? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!