ქოლესტერინი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა სისხლში სერიოზული დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ქოლესტერინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ნაწილს, ორგანიზმი კი მას ვიტამინ D და ჰორმონების გამოსამუშავებლად იყენებს.
ქოლესტერინის მაღალმა დონემ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები. მიზეზი ჭარბი ქოლესტერინის არტერიებზე დალექვაა, რა დროსაც სისხლი თავისუფლად ვეღარ მოძრაობს. ამ დროს წარმოიქმნება თრომბი და შეიძლება ორგანიზმმა გულის შეტევა განიცადოს ან ტვინისკენ მიმავალი არტერიების ბლოკირებისას – ინსულტი.
გთავაზობთ ძველი ჩინური მედიცინიდან მოძიებულ რეცეპტს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კურნავდა ხალხს. მისი მომზადება ძალიან მარტივია, რადგან მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება.
აიღეთ 24 კბილი ნიორი და 2 საშუალო ზომის ლიმონი. გაასუფთავეთ ნიორი და დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად. ლიმონი მოათავსეთ სოდიან წყალში 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დაჭერით და აურიეთ ნიორში. დადგით 700 მლ წყალი ცეცხლზე და წამოადუღეთ. დაამატეთ ნივრის და ლიმნის ნარევი და ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით, გააციეთ, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ 50 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აღნიშნულ წამალს უკუჩვენება არ გააჩნია, ამიტომ მიიღეთ იმდენ ხანს, რამდენიც მოგესურვებათ.
ექიმის კომენტარი
რა თქმა უნდა, ეს ნარევი სასწაულ შედეგს იძლევა. თუმცა მისი ეფექტურობის გასაზრდელად აუცილებელია დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი. გირჩევთ დაანებოთ თავი თამბაქოს მოწევას. ასევე აუცილებელია შეამციროთ მარილი და შაქარი რაციონში.