მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ტკბილი და ფუმფულა მაჭკატები ჩვენი ხელით

როგორ მოვამზადოთ ტკბილი და ფუმფულა მაჭკატები ჩვენი ხელით

by Keti

ამ დესერტს ესპანურად და ლათინო ამერიკულად ჰქვია buñuelos, ჩვენთან კი ტკბილ მაჭკატებს ეძახიან. ეს ხემსი მზადდება სხვადასხვა დღესასწაულებზე – შობას, ჰანუკაზე, რამადანის დროს, გააჩნია ქვეყნის ტრადიციას. მათი მომზადება სახლშიც ძალიან მარტივია და შეგიძლიათ, როგორც კი ცოტა დრო გამოგითავისუფლდებათ, თავიც გაირთოთ და გემრიელადაც დანაყრდეთ.

დესერტის მოსამზადებლად 6 მარტივი ეტაპის შესრულებაა საჭირო.

ინგრედიენტები

  • 1½ ჭიქა ფქვილი
  • 3/4 ჭიქა რძე
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ. კ. საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ. კ. ვანილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • დაახლოებით 2 ჭიქა რძე

ნაბიჯი 1

  • გაცერით ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნარევი იყოს ერთგვაროვანი და მთავარია არ შეჰყვეს კოშტები.

ნაბიჯი 2

  • გააკეთეთ ნახვრეტი ამ ნარევის შუაში და ჩაასხით კვერცხის, ვანილისა და რძის ნარევი.

ნაბიჯი 3 

  • შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ თანაბარ მასას არ მიიღებთ.

ნაბიჯი 4

  • დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და ჩაასხით მასში ზეთი. როცა გაცხელდება, აიღეთ ცომი კოვზით და ჩაასხით ზეთიან ტაფაში. ეცადეთ, რომ ცომის ბურთები შეწვის დროს ერთმანეთს არ მიეკროს.

ნაბიჯი 5

  • შეწვით გუნდები თითო მხარეს დაახლოებით 3 წუთის მანძილზე. ცომმა უნდა მიიღოს ოქროსფერი ან მოყავისფრო ფერი.

ნაბიჯი 6 

  • გადადეთ თეფშზე შემწვარი მაჭკატები და მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრა.

გაუზიარეთ ამ გემრიელი და მადისაღმძვრელი დესერტის რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!