ზოგჯერ უთოს ტანსაცმლის ნაწილაკები ეკვრის და ჭუჭყიანდება. ასეთ დროს ის ეფექტურად ვეღარ მუშაობს და დიდი დატვირთვის შედეგად შესdetergentაძლოა გაფუჭდეს კიდეც. ჩვენ გირჩევთ, რომ უთო 1-4 თვეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ, დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იყენებთ ამ ხელსაწყოს.
ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებს უთოს გასაწმენდად. დაგჭირდებათ ნივთები, რომელთა მოძიება სახლში არ გაგიჭირდებათ – სამზარეულოს კოვზი, გამწმენდი საშუალება, კბილის ჯაგრისი, სოდა და ძმარი.
1. კოვზი, ტილო და გამწმენდი საშუალება
ახალი ჭუჭყი ადვილად მოშორდება ჩვეულებრივი კოვზის, ორი ხელსახოცისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების დახმარებით.
- სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი ჩაასხით ცოტა წყალში.
- აურიეთ ნარევს კოვზით და შექმენით ქაფი.
- წაუსვით ნარევი საწმენდ პირსახოცს და ჩამოუსვით უთოს ძირითად ნაწილს.
- მოაშორეთ უთოს ქაფი მშრალი ხელსახოცის დახმარებით.
2. სოდას პასტა
ძველი ჭუჭყის მოსაშორებლად დაგჭირდებათ სოდას პასტა.
- შეურიეთ 2 ს. კ. სოდა და ერთი ს. კ. წყალი.
- დაიხმარეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გაწმინდეთ უთო ამ პასტით.
- მოაშორეთ პასტა ხელსახოცის დახმარებით.
3. ძმარი
წყლის რეზერვუარის გასაწმენდად დაგჭირდებათ ძმარი.
- შეურიეთ 2 ს. კ. ძმარი და 2 ს. კ. წყალი ერთმანეთს.
- გახსენით რეზერვუარი და ჩაასხით ნარევი შიგნით.
- ჩართეთ უთო ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე.
- აიღეთ ძველი ნაჭერი და გააუთოვეთ. ნარევი უთოდან ორთქლის სახით გამოაღწევს.
გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!