გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ, ნორმალურია, თუკი ტანსაცმელზე ოფლის ნაკვალევს შენიშნავთ. მათ მოსაშორებლად კი ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს.
1. გამოიყენეთ ლიმონის წვენი
დაამატეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი იმავე რაოდენობის წყალს. დაადეთ ნარევი ქსოვილზე არსებულ ლაქას და წაუსვით სახეხი ჯაგრისი. გააშრეთ ტანსაცმელი მზეზე.
2. სცადეთ ძმარი
პირდაპირ დაასხით ძმარი ლაქაზე და ნაზად დასრისეთ ეს ადგილი. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივად.
3. გამოიყენეთ ასპირინი
ეს კარგი ვარიანტია თეთრი ბამბის ქსოვილებისთვის. გახსენით 2 ტაბლეტი ასპირინი წყლიან ჯამში. ჩაალბეთ მასში ქსოვილი და დატოვეთ ასე რამდენიმე საათით. შემდეგ გასრისეთ ჭუჭყიანი ადგილი და გარეცხეთ.
4. სოდა და წყალბადის ზეჟანგი
შეურიეთ თანაბარი რაოდენიბის სოდა და წყალბადის ზეჟანგი, მიიღეთ პასტა. დასრისეთ ლაქის ტერიტორია ამ პასტით და შემდეგ გარეცხეთ ქსოვილი.
5. გამოიყენეთ მარილი
გახსენით მარილი ცხელ წყალში. წაუსვით ნარევი ლაქას და დაამუშავეთ ხელით, სანამ არ გაქრება.
6. ქსოვილის ჩალბობა
შეურიეთ ერთი ჭიქა ძმარი 2 ჭიქა წყალს. ჭუჭყიანი ქსოვილი ჩაალბეთ ამ ნარევში 20 წუთით. შემდეგ გაწმინდეთ დალაქული ადგილი 1/2 ჭიქა სოდის, ერთი ს. კ. მარილისა და ერთი ს. კ. წყალბადის ზეჟანგის ნარევით.
თქვენ რა მეთოდებს იყენებთ ლაქების მოსაშორებლად? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!