ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი საჭიროება არის სხვებისგან მიღებული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ბევრი კრეატიული ადამიანი ვერ იღებს სათანადო თანადგომას. ამიტომ ისინი ხშირად ვერც ხვდებიან, რა ტალანტი იმალება მათში. პერიოდულად ალბათ ყველა იტანჯება კრეატივის ,,ბლოკირებით”. ამის შედეგი კი ხშირად ცარიელ ოცნებებში დარჩენაა.
ჯულია კამერონი ცნობილი ამერიკელი ხელოვანი და ნოველისტია. ის ბევრს დაეხმარა კრეატიული პოტენციალის აღმოჩენაში. შედეგად მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. კამერონს დაწერილი აქვს წიგნი სახელად ,,ხელოვანის გზა”. იქ მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოების 12 კვირიანი კურსი. ამ ამოცანების საშუალებით, შეგვიძლია გავათავისუფლოთ ჩვენში არსებული უნიკალური შემოქმედებითი ენერგია.
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს – შენ შეძლებ საკუთარი ცხოვრების გაძლიერებას ამ ნაბიჯების შესრულების შემთხვევაში.
კვირა 1. უსაფრთხოების განცდის აღდგენა
მოუსმინე შინაგან ხმას. გაიგე რა გსურს. შემდეგ მიჰყევი ამ მიზნებს.
- დილის ნაწერები. ადექი ყოველ დილით დაგეგმილზე 30 წუთით ადრე და შეავსე 3 ცარიელი ფურცელი სიტყვებით, რომლებიც თავში მოგივა. დილით გონება ყველაზე სუფთაა, იდეები კი – ახალი და საინტერესო.
- ხელოვნების თარიღი. კვირაში ერთხელ წადი მარტო სასეირნოდ. გააკეთე რაიმე უცხო და სასურველი.
- წარმოსახვითი ცხოვრება. დაწერე 5 სხვადასხვა სასურველი ცხოვრების სია. დაფიქრდი და გამოარჩიე რომელიმე მათგანი.
კვირა 2: იდენტობის განცდის აღდგენა
მიიღე საკუთარი თავი, მიიღე შენი ნამდვილი ხასიათი. თანდათან დაიწყე ახალი, შენთვის სასურველი რაღაცების კეთება.
- ჩამოწერე 20 რამ, რისი კეთებაც გიყვარს (ხატვა, ველოსიპედით კატაობა, გიტარაზე დაკვრა, ვარჯიში და ა. შ.). ეს სია მშვენიერი წყაროა ,,ხელოვნების თარიღებისთვის.”
- ამ სიიდან ამოირჩიე 2 აქტივობა, რომელიც დიდი ხანია არ შეგისრულებია.
- 10 პატარა ცვლილება. ჩამოწერე 10 ქცევა, რომელსაც შეცვლიდი. აირჩიე ერთი და აქციე მისი შეცვლა მიზნად.
კვირა 3: ძალაუფლების განცდის აღდგენა
ყველას აქვს საკუთარი შინაგანი ძალა. მაგრამ რთულია მისი შეგრძნება, როცა კრეატიულ ბლოკადაში ხარ. ეს ძალა კი უმნიშვნელოვანესია კრეატიული განვითარებისთვის.
- ჩვენი ჩვევები. ზოგჯერ საკუთარ თავზე ზრუნვას ვწყვეტთ და ჩვენი ქცევებისაც კი გვრცხვენია. ზოგი ჩვევა ჩვენს პიროვნებასაც ვნებს. ჩამოწერე 3 მათგანი და წარმოიდგინე, რა მოხდება, თუკი მათ დათმობ.
- შინაგანი კომპასი. ეს ინსტიქტი გვაფრთხილებს საფრთხის ან რაიმე დადებითის მოახლოების შესახებ. ხატვა, სეირნობა, დალაგება, სირბილი – გვეხმარება შინაგანი კომპასის განვითარებაში. აირჩიე ერთი ასეთი აქტივობა ამ კვირისთვის.
- ჩამოთვალე 5 ძვირფასი ადამიანი. შემდეგ ჩამოწერე 5 ადამიანი, რომელსაც ჩუმად ეტრფი. ამ ადამიანების რომელი თვისებების მიღება გსურთ?
კვირა 4: მთლიანობის აღდგენა
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ რეალური გრძნობები მოჩვენებითისგან. უნდა ჩავწვდეთ ჩვენს ყველაზე ღრმა სურვილებსაც.
- ერთი კვირა არაფერი წაიკითხო. რთული დავალებაა, მაგრამ შესრულებად ღირს. ჩვენ მუდმივად ვიწოვთ სხვის აზრებს, ამიტომ ხშირად საკუთარი ფიქრები არ გვესმის. კითხვისგან თავის შეკავება დაგეხმარება დატკბე შინაგანი, მკურნალი სიჩუმით. ეს უკანასკნელი კი ახალი იდეების ნაკადით დაგაჯილდოვებს.
- დროში მოგზაურობა. აღწერე საკუთარი თავი 80 წლის ასაში. რა სასიამოვნო საქმეებს აკეთებ ამ დროს? დაუწერე წერილი 80 წლის ,,მე”-ს. რას ეტყვი საკუთარ თავს? რა ინტერესებს შესთავაზებ? რა ოცნებებს წაახალისებ?
- გახსენი გარდერობი. მოიშორე დაბალი თვითშეფასების გამომწვევი ტანსაცმელი. გაათავისუფლე სივრცე ახალი და სასურველი ნივთებისთვის.
კვირა 5: შესაძლებლობის განცდის აღდგენა
ჩვენ თავს ვიღარიბებთ იმის დაჯერებით, რომ კარგად ვართ. ხშირად საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ისინი გაგვაუმჯობესებდა და საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებდა.
- ოცნებების ყუთი. აირჩიე 5 ყველაზე ძვირფასი სურვილი. სპეციალურ ყუთში შეაგროვეთ ყველაფერი, რაც ამ სურვილებს უკავშირდება.
- 20 წლის რომ ვიყო და ბევრი ფული მქონდეს, მე… ჩამოთვალე 5 საოცნებო თავგადასავალი. დაამატე ყუთში მასთან დაკავშირებული სურათები.
- 65 წლის რომ ვიყო და ბევრი ფული მქონდეს, მე… ჩამოთვალე 5 სასურველი რამ, რაც მომავლისთვის გადადეთ და ისინიც მიამატე ყუთს.
- 10 რაც, რის ფლობასაც ისურვებდი. იპოვე მათი სურათები და ჩაამატე ყუთში.
კვირა 6: სიმდიდრის განცდის აღდგენა
როცა სასიამოვნო საქმეებს ვაკეთებთ, ფინანსური კითხვები აღარ გვაწუხებს. ყველა კარი ღიაა. ჩვენ სასარგებლოები ვართ. ჩვენი სამსახური სახალისო თამაშივითაა.
- მოაწესრიგე გარდერობი. გადაყარე 5 ძველი ტანსაცმელი.
- მიღება. გრძნობ ცხოვრების პოზიტიურ დინებებს? ივარჯიშე უთხრა ,,კი” ახალ გამოწვევებს.
- გარემო. მოიცვა შენი სახლი ცვლილებებმა? ეცადე სახლის გარემოს რაიმე ახალი შემატო.
- კომუნიკაცია. გაუგზავნე ღია ბარათები 5 მეგობარს. მაგრამ ეს შენი სიკარგის საჩვენებლად არ გააკეთო. გაუგზავნე ისინი მათ, ვის პასუხსაც ნამდვილად ისურვებდი.
კვირა 7: კავშირის გრძნობის აღდგენა
მიეცი სამყაროს საშუალება, დაგეხმაროს სასურველის მიღებაში. შემდეგ ახალი იდეების მიღებაც გაგიმარტივდება, გაიხსნება შთაგონებების ახალი გზები.
- ,,მაშინ ვძლიერდები, როცა საკუთარ თავს ვაფასებ.” აქციე ეს ფრაზა შენს მანტრად და იმეორე ყოველდღე.
- წადი წმინდა ადგილას – ეკლესიაში, ბიბლიოთეკაში, ტყეში. დატკბი მშვიდობით,სიწყნარით, განმარტოების სამკურნალო განცდით. ყოველ ჩვენგანს საკუთარი წარმოდგენა აქვს წმინდა ადგილზე.
- კოლაჟი . შეაგროვე ძველი ჟურნალები. ამოჭერი იქიდან სურათები, რომლებსაც შენს ინტერესებს დაუკავშირებ. ვითომ ეს კოლაჟი ილუსტრირებული ავტობიოგრაფიაა. აქ შედის წარსული, აწმყო, მომავალი და შენი უძვიფასესი სურვილები. დააკარი ფოტოები ფურცელზე.
კვირა 8: სიძლიერის განცდის აღდგენა
დროა გაარკვიო, რა პრაქტიკული ცვლილებები შეგაქვს ცხოვრებაში. მოიშორე უარყოფითი შეფასებები. ისინი იმაზე ნაკლებს მიგაღებინებს, ვიდრე იმსახურებ.
- იდეალური დღე. აღწერე შენი იდეალური და საოცნებო დღე. შეზღუდვები არ გაქვს. იყავი ის, ვინც გინდა იყო. მიეცი თავს უფლება, გქონდეს ყველაფერი.
- აირჩიე იდეალური დღის ერთი ასპექტი. გააცნობიერე ის. შეიძლება ახლავე რომში არ წახვიდე, მაგრამ საკუთარ თავს კარგი ყავითა და ორცხობილით გაუმასპინძლდე.
- აღწერე შენი ოცნება და განსაზღვრე მისი რეალურ მიზანი (პატივისცემა, სიყვარული, სულიერი ჰარმონია). შექმენი სამოქმედო გეგმა. ხუთწლიანი, სამწლიანი, ერთლიანი, ერთთვიანი, ერთკვირიანი, ახლანდელი. აირჩიე დაწყების დრო. ამ დავალების შედგენა უკვე კარგი დასაწყისია.
კვირა 9: თანაგრძნობის აღდგენა
არ დააბრალო უუნარობა სიზარმაცეს. დაუძახეთ მას ნამდვილი სახელი – შიში. დროა გადალახო ემოციური წინაღობები, დროა გარისკო.
- პრიორიტეტები. ჩამოწერე მომდევნო წლის, თვის ან კვირის კრეატიული მიზნები.
- წაიკითხე დილის ნაწერები. ჯობს ეს 2 ფერის მარკერით გააკეთო. ერთით მონიშნე მთავარი სათქმელები. მეორეთი განსახორციელებელი ქმედებები. ეს გვერდები შენს რუკად იქცევა.
- იფიქრეთ, როგორ შეუძლება დაუსრულებელი ან გაფუჭებული სამუშაოების გადარჩენა.
კვირა 10: საკუთარი თავის დაცვის განცდის აღდგენა
ხშირად ჩვენი ქცევები ბლოკავს ჩვენს კრეატიულობას. დროა გამოვყოთ დრო მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის.
- დააწესე ზღვარი. სხვა სიტყვებით, უთხარი ,,არა” ხელისშემშლელ ფაქტორებს. მაგალითად, უთხარი ,,არა” 6-ის შემდეგ მუშაობას.
- ჩამოწერე შენი 5 გამარჯვება.
- ჩამოწერე 3 მაგალითი, რას გააკეთებდი შენი შინაგანი ხელოვანისთვის (სხვა სიტყვებით, შენი შინაგანი ბავშვისთვის).
- ამ კვირაში ყოველდღე გააკეთე ერთი საყვარელი რამ საკუთარი თავისთვის.
კვირა 11: ავტონომიის გრძნობის აღდგენა
საკუთარ თავზე ზრუნვასა და საკუთარი თავის პატივისცემას შორის დიდი კავშირია. ბევრი ამბობს ოცნებებზე უარს, რადგან მას საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამენ. სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება. შეწყვიტე იყო ის, ვინც არ ხარ.
- შექმენი 5 განსხვავებული გეგმა, რომლის თანახმადაც მომდევნო 6 თვე საკუთარ თავზე იზრუნებ: რა კურსებს გაივლი, რას მიიღებ, როგორ დააორგანიზებ ხელოვნების თარიღებს და არდადეგებს.
- მისწერეთ წამახალისებელი წერილი თქვენს შინაგან ხელოვანს. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ დიდებული იქნება ამ წერილის მიღება.
- იყიდე სპეციალური კრეატიული ბლოკნოტი. აირჩიე შემდეგი კატეგორიები: ჯანმრთელობა, ფული, თავისუფალი დრო, ურთიერთობები, კრეატივი, კარიერა და სულიერება. ჩამოთვალე 10 ყველაზე ძვირფასი სურვილი თითოეული კატეგორიიდან. არ აქვს მნიშვნელობა, პრაქტიკულია ისინი თუ – არა.
კვირა 12: რწმენის აღდგენა
ყველას აქვს ისეთი ოცნება, რომლის რეალობად ქცევა შესაძლებელია. მთავარია გვეყოს გამბედაობა და ვაღიაროთ – რა ოცნებაა ეს! კრეატიულობა მოითხოვს სენსიტიურობას და ნდობას. ესე იგი, ზოგჯერ სიტუაციებზე ნერვიული კონტროლი უნდა დავთმოთ.
- იშოვე ყუთი. აქ მოათავსებ ყველა შიშს, წყენას, იმედებს, ოცნებებს და წუხილებს. აქტიურად გამოიყენე ყუთი. დასევდიანებისას შეახსენე საკუთარ თავს, რომ ყველა შენი დარდი უკვე ყუთშია. გააგრძელე სვლა.
- ჩამოთვალე 5 ადამიანი, ვისთანაც შენს ოცნებებზე ისაუბრებ. ან იქნებ მათთან ერთად გსურს იოცნებო. შემდეგ დაგეგმე.
- იფიქრე: საით მიდიხარ? რისი შექმნა გინდა? რომელი უჩვეულო ნაბიჯების გადადგმისთვის ხარ მზად? რისი დათმობა მოგიწევს ოცნების ასასრულებლად?
იყავით გახსნილი სხვების მიმართ. კრეატიული ადამიანები ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს. ეს ყოველთვის ასე იყო. და როცა ერთმანეთს ვეხმარებით, მართლაც საოცარი რამეები ხდება.