,,სხვების მიერ გაკვალულ გზაზე სიარული ზომიერი ქმედებაა. შესაბამისად, ყოველი პროგრესი არაზომიერი ადამიანების შექმნილია.”
– სტივ ჯობსი
ჰო, ეს მართალია. სწორად გესმის.
წარმოიდგინე, რომ თვალებში გიყურებ და გეუბნები, რომ შანსი არ გაქვს!
თუ ამ სტატიას წაიკითხავ და ჩამოთვლილ 7 პუნქტს ჭეშმარიტებად არ აღიარებ, ცოტა უნდა შეწუხდე.
სინამდვილეში, ძალიან უნდა შეწუხდე. ყველაფერი უნდა მიატოვო და შენი ამ პლანეტაზე არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა. სარკე უნდა იპოვო, საკუთარ თავს თვალებში ჩახედო, ხელი ასწიო და სახეში შემოირტყა.
ხომ კარგად გაიგე? იქამდე იმეორე ეს, სანამ აზრზე მოხვალ. და როცა მზად იქნები, კითხვა განაგრძე.
ახლა კი მიზეზების გაგების დროა!
იმ თამაშში, რასაც ცხოვრებას ეძახიან, შენ შანსი არ გაქვს:
1. იმიტომ, რომ საკმარისად ბევრჯერ არ დამარცხებულხარ
იმიტომ, რომ მოგწონს უფერულობა; იმიტომ, რომ გადაწყვიტე არ სცადო.
იმიტომ, რომ ბევრად მარტივია ისაუბრო ახალი ენის სწავლაზე, ვიდრე რეალურად ისწავლო ის.
იმიტომ, რომ ყველაფერი რთული და ჩახლართული გგონია, ამიტომ რაღაცებს თავს აარიდებ ან ,,ხვალ გააკეთებ”
იმიტომ, რომ შენი სამსახური გეზიზღება, მაგრამ ახალსაც არ ეძებ; იმიტომ, რომ ადვილია უარყოფაზე უარის თქმა.
იმიტომ, რომ სანამ ზიხარ და არაფერს ცდილობ, სხვები დამარცხებას ცდილობენ, საკუთარ თავს იწვევენ, ახალ უნარებს იძებენ და კიდევ ბევრჯერ მარცხდებიან.
იმიტომ, რომ როცა მარცხდები, სწავლობ. შემდეგ შეცდომებს ასწორებ და რწმუნდები, რომ წინ მიდიხარ.
2. იმიტომ, რომ სხვების აზრები გადარდებს
იმიტომ, რომ სიტუაციებს ერგები.
იმიტომ, რომ გგონია განსხვავებულობა მხოლოდ მაშინ არის მაგარი, თუ სხვა ხალხივით განსხვავებული ხარ.
იმიტომ, რომ გეშინია შენი თავის მიღების, გეშინია სამყარო როგორ აღგიქვამს. გგონია, სხვებს რომ განსჯი, სანაცვლოდ ისინიც აუცილებლად განგსჯიან.
იმიტომ, რომ შენს მონაპოვარზე უფრო ფიქრობ, ვიდრე შენს გაკეთებულ საქმეებზე.
სანამ იმაზე ფიქრობ, როგორ მოერგო სამყაროს, არიან ადამიანები, რომლებიც თავად მოირგებენ მას.
3. იმიტომ, რომ თავი იმაზე ჭკვიანი გგონია, ვიდრე ხარ
იმიტომ, რომ ის გააკეთე, რაც ყველამ; ისწავლე ის, რაც სხვებმა ისწავლეს, ის წაიკითხე, რაც სხვებმა წაიკითხეს.
იმიტომ, რომ ის ისწავლე, რაც ,,უნდა გესწავლა” და თვლი, რომ ეს ჭკვიანად გაქცევს.
იმიტომ, რომ გგონია, ხალხი მარტო სკოლაში სწავლობს.
იმიტომ, რომ სანამ უნივერსიტეტში სწავლობდი, ჭკვიანი ადამიანები ცხოვრებას სწავლობდნენ, გამოცდილებებს იღებდნენ.
ჭკვიანს ის კი არ გხდის, რასაც სწავლობ, არამედ ის, თუ როგორ ცხოვრობ.
4. იმიტომ, რომ არ კითხულობ
იმიტიმ, რომ მხოლოდ ის წაიკითხე, რის წაკითხვასაც გთხოვდნენ.
რადგან ფიქრობთ, რომ ისტორია მოსაწყენია, ხოლო ფილოსოფია – სისულელე.
იმიტომ, რომ გირჩევნია ტელევიზორს უყურო, ვიდრე რაღაც ახალი შეისწავლო, გამოიკვლიო.
იმიტომ, რომ ამ სტატიას არ კითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ეს კარგი აზრი იქნებოდა.
იმიტომ, რომ ვინც ამას კითხულობს, უკვე იცის ეს ყველაფერი.
5. იმიტომ, რომ ნაკლებად ცნობისმოყვარე ხარ
იმიტომ, რომ სიახლეების მოსმენის დროს არ გსურს მარტივი შეკითხვის დასმა: ,,იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია?” და დაუშვა, რომ არის. იქნებ მასმედიას სწორედ შენი დაბნევა უნდა.
იმიტომ, რომ ჭკვიან ხალხს დაცინვით ,,ყოვლისმცოდნეებს” ეძახი, საკუთარ თავს კი არ გინდა ,,არაფრისმცოდნე” უწოდო.
იმიტომ, რომ შენ არ გწყურია ცოდნა.
იმიტომ, რომ Candy Crush-ს ან Megalopolis-ს თამაშობ, წარმატებული ადამიანები კი სიმების თეორიისა და კვანტური მექანიკის შესახებ კითხულობენ.
იმიტომ, რომ დროს ფლანგავ, წარმატებული ადამიანები კი ვიდეო-მონტაჟს, საიტების შექმნას, მობილური აპლიკაცოების დიზაინს სწავლობენ.
იმიტომ, რომ კამათი არ შეგიძლია. ჭკვიანი ადამიანი ნებისმიერ საკითხში დაგამარცხებს. ის საკუთარი თავის საწინააღმდეგო არგუმენტებსაც იპოვის, რადგან არაერთ პოზიციას აანალიზებს.
6. იმიტომ, რომ საკმარის შეკითხვებს არ სვამ
იმიტომ, რომ ავტორიტეტების მიმართ კითხვები არ გიჩნდება.
იმიტომ, რომ საკუთარი თავის მიმართაც არ გიჩნდება კითხვები.
იმიტომ, რომ არ იცი, რამხელა ძალაა სწორ ადგილას სწორი კითხვის დასმა. მოცემული რეალობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
იმიტომ, რომ მხოლოდ სხვებზე ფიქრობ და არა საკუთარ თავზე.
იმიტომ, რომ მეტისმეტად ბევრს ამბობ საკუთარ თავზე, მხოლოდ იმიტომ საუბრობ, რომ გული მოიფხანო.
იმიტომ, რომ არ იცი სიტყვების კონტროლი. სხვები კი გისმენენ და შეიძლება შენ მიერ გაცემული ინფორმაციები შენს საწინააღმდეგოდაც გამოიყენონ.
7. იმიტომ, რომ სიმართლეს ვერ იტან
იმიტომ, რომ იმასაც ვერ აღიარებ, რომ რაღაცები არ იცი.
იმიტომ, რომ ინტერნეტში არ არსებობს სტატია, რომელიც დაკარგულ დროს აგინაზღაურებს.
რომც გითხრა, ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება-მეთქი, მაინც ხვალინდელ დღეს დაუცდი და იქამდე არაფერს გააკეთებ.
იმიტომ, რომ რადგან არ გაღიარე, გგონია ვერ დავინახე შენი რეალური მხარე.
იმიტომ, რომ ვინც სიმართლეს გეუბნება, გგონია შენთვის ცუდი უნდა.
სიმართლის ფასი რომ იცოდე, მასზე დამოკიდებული გახდებოდი. შეუძლებელი გახდებოდა სიმართლეზე უარის თქმა. შედეგად მიხვდებოდი, რომ მიხვედრილობა გაკლია. ბოლოს გაიაზრებდი, რომ ერთადერთი, ვინც ხელს გიშლის რაღაც საოცარის შექმნაში, შენ ხარ!