მთავარი ინსპირაცია 24 კადრი, რომელიც ვარსკვლავიანი ღამის მაგიურობას შეგაგრძნობინებთ

24 კადრი, რომელიც ვარსკვლავიანი ღამის მაგიურობას შეგაგრძნობინებთ

by Keti

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ახალი ჟანრია. მთვარის პირველი ფოტო 1840 წელს გადაიღეს, მაგრამ XX საუკუნემდე ხელმიუწვდომელი იყო ფოტო-აღჭურვილობა, რომელიც კოსმოსის საოცრებას გადმოსცემდა.

ახლა კი თანამედროვე კამერები უკვე იღებს პლანტებს, ვარსკვლავებს, კომეტებს და სხვა ასტრონომიულ ობიექტებს.

პორტალი Depositphotos გიწვევთ მაგიურ კოსმოსურ მოგზაურობაში. თქვენ იხილავთ პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ გასაოცარ კადრებს.

თუ ვარსკვლავებიანი ღამის დროს ევროპის ველურ მიდამოებში გიმოგზაურიათ, ალბათ ,,რძიან გზასაც” ნახავდით. დედამიწა გალაქტიკის ღრმა ფსკერშია, ასე რომ, ვარსკვლავებიანი ღამის დროს ,,რძიანი გზა” კარგად ჩანს. თანამედროვე ასტროფიზიკოსებს სჯერათ, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელების გიგანტური  გროვაა.

როგორ იღებენ ასტროფოტოგრაფები ისეთ კადრებს, რომლებიც ასე ცოტა სინათლეს ასხივებენ და შეუიარაღებელი თვალით არ ჩანან? საიდუმლო დაბალ გამოსხივებასა და შტატივშია, რაც ლინზას ობიექტების ირგვლივ ამოძრავებს, დედამიწის ბრუნვის სიჩქარის კომპენსირებით.

ყველა ასტროფოტოგრაფი ფერებს არ სწყალობს. ასტრონომიული ობიექტები ძალიან შორს არის, მათი პროტონები დედამიწამდე ვერც აღწევს, ამიტომ ფოტოგრაფები სტანდარტული ლინზის ნაცვლად ელექტრონულ ტელესკოპებს იყენებენ.

მთვარე კვლავ რჩება ერთადერთ ასტრონომიულ ობიექტად, რომლის გადაღებაც ყველაზე მარტივია ფოტოგრაფებისთვის. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მთვარე  დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 384,400 კმ-თია დაშორებული.

ასტროფოტოგრაფიის დიდებული მხარე ისაა, რომ ფოტოგრაფს არ უწევს მუდმივად ლინზაში ყურება. როგორც წესი, სამუშაო ასე გამოიყურება: ფოტოგრაფი აყენებს კამერას და ელოდება კადრის გამოჩენას. ლოდინის პროცესი კი ან კარავში ხდება ან დანთებული კოცონის ფონზე მეგობრებთან ერთად.

ასტროფოტოგრაფია მეცნიერული კვლევების განუყოფელი ნაწილია. და ამავე დროს ეს უნაკლო მეთოდია, დავტკბეთ სამყაროს სილამაზითა და მისტიკით.

მოგეწონათ ეს კადრები? თქვენც ხომ არ გიცდიათ კოსმოსური ობიექტების გადაღება ოდესმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!