მთავარი ინსპირაცია აი, რა ხდება, როცა ტელეფონს გვერდით გადადებ და სამყაროს შეგრძნებას იწყებ!

აი, რა ხდება, როცა ტელეფონს გვერდით გადადებ და სამყაროს შეგრძნებას იწყებ!

by Keti

როცა მუშაობა მონიტორთან გვიწევს, თამაში კი სმარტფონთან, მარტივია დავივიწყოთ ან დავაიგნოროთ ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო. ხშირად ზედმეტად ვიტვირთებით ახალი ამბებით, შეტყობინებებით და უგულებელვყოფთ ადამიანურ შეგრძნებებს.

გვესმის, რომ რთულია, და ზოგჯერ შეუძლებელიც, სპეციალისტების მიერ ხშირად ნახსენები ერთკვირიანი ინტერნეტ დეტოქსის დაცვა. თუმცა ზოგჯერ ციფრული სამყაროსგან თავისუფალი შუადღეც საკმარისია, ან სულაც ნახევარ საათიანი შესვენება. ამ დროს სასურველია გავიდეთ ბუნებაში, ან უბრალოდ ქუჩაში და მაქსიმალურად მივიღოთ სენსორული გამოცდილებები.

იგრძენით სინათლე თქვენი კანით.

მოკრიფეთ ან იყიდეთ რაიმე ხილი და დააგემოვნეთ მათი სიმწიფე.

მოჰკიდეთ ვინმეს ხელი.

დაწერეთ. ნამდვილი კალმით, ნამდვილ ფურცელზე.

იგრძენით წყლის ცივი წვეთი, რომელიც თითების წვერებიდან გადმოედინება.

გაიხსენე ბავშვობა და ირბინე ხის ირგვლივ.

ეთამაშე შინაურ ცხოველებს – საკუთარს ან სხვისას.

ჩაეხუტე ვინმეს.

ითამაშეთ თიხით. შექმენი რამე. არ გამოიყენო ხელთათმანები, რათა მასალა კარგად შეიგრძნო.

წაიკითხე წიგნი. ბონუს სიამოვნება იქნება, თუ ბუნებაში იქნებით ან წიგნების მაღაზიაში. ნელა გადაშალეთ ფურცლები.

გაყავით ხელი ფანჯრიდან და იგრძენით წვიმა.

დატკბით ცხელი სასმელით ისე, რომ მეორე ხელში ტელეფონი არ გეჭიროთ.

სამყაროში ცოტა რამ არის ხელებში ქვიშის სრიალივით სასიამოვნო.

აიღეთ ფუნჯი და მიჰყევით შთაგონებას.

უყიდეთ საკუთარ თავს ყვავილები და დააფასეთ მათი ჩახლართულობა.

გადით სასეირნოთ და სახლში წაიღეთ გარეთ ნაპოვნი გლუვი და კაშკაშა კენჭები.