ყავა თუ ჩაი? – ეს შეკითხვა ,,ყოფნა არყოფნასავით” ჟღერს. ამ ორი დიდი სასმელის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. და რომელი გირჩევნიათ თქვენ?
ჩვენ დღეს საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ ყავისა და ჩაის მოყვარულ ადამიანებზე.
ექსტროვერტებს ჩაი ურჩევნიათ.
აშშ-ში OnePoll-ის გამოითხვის შედეგების თანახმად, ექსტროვერტები და ამბივერტები (ისინი, ვინც ექსტროვერტებისა და ინტროვერტების შუაში არიან) უფრო ჩაის ანიჭებენ უპირატესობას. აღმოჩნდა, რომ კოფეინი ექსტროვერტებს უკეთ მუშაობაში ეხმარება, ინტროვერტები კი ,,უკოფეინო” მდგომარეობაში უკეთ გრძნობენ თავს.
ყავის მოყვარულებს რისკიც უყვართ.
ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ყავის მიღება უკავშირდება ,,შეგრძნებების ძიებას, იმპულსურობისა და რისკის შემცველი ქმედებებისკენ მიდრეკლებას.” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყავის მოყვარულებს ძალიან ხიბლავთ ახალი და ექსტრემალური აქტივობები.
ჩაის მოყვარულებს უკეთ სძინავთ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩაის ფანებს ძილის უკეთესი ხარისხი აქვთ. ამავე დროს, ყავის მოყვარულები საკუთარ თავებს ,,მსუბუქად ძილის მოყვარულებს” უწოდებენ.
ჩაის მოყვარულებს შაქარიც უყვართ.
ამ კვლევის მიხედვით, ჩაის მოყვარულები ხშირად იმატებენ შაქარს სასმელში, ყავის მოყვარულები კი სასმლით უშაქროდაც ტკბებიან.
ყავის მოყვარულები ძაღლებზე გიჟდებიან.
გამოკითხვის შედეგად, ყავის მოყვარულთა უმრავლესობა ძაღლს ირჩევს, ჩაის მოყვარულებს კი კატები ურჩევნიათ.
ჩაის მოყვარულები მეტად კრეატიულები არიან.
ამ კვლევის თანახმად, ჩაი მეტად კრეატიულს გვხდის და უფრო აადვილებს ახალი იდეების გაჩენას. ამავე დროს, სხვა კვლევა აჩვენებს, რომ ყავას კრეატიულობაზე გავლენა არ აქვს, თუმცა პრობლემების გადაჭრის უნარს უფრო მკვეთრს ხდის.
ყავის მოყვარულები მეტად ისტრესებიან, მაგრამ ნაკლებად დეპრესიულები არიან
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რაც მეტი სამუშაო აქვთ სემესტრში სტუდენტებს, მით მეტ ყავას იღებენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ყავა კარგი სტიმულანტია. ასევე აღსანიშნავია, რომ ყავს მოყვარულებს 32%ით ნაკლები აქვთ დეპრესიის განვითარების რისკი.
თქვენ რომელ გუნდს მიეკუთვნებით, ყავისას თუ ჩაისას? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!