მთავარი ფილმები რა თანმიმდევრობით უნდა ვნახოთ მარველის ფილმები

რა თანმიმდევრობით უნდა ვნახოთ მარველის ფილმები

by Keti

Marvel-ის კინოსამყარო ამერიკული სუპერგმირების ,,კოლექციად” იქცა. ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა სხვადასხვა ისტორიებისა და პერსონაჟების გადაკვეთით.

ამ სტუდიამ არაერთი მაყურებლის გული მოიგო. თუმცა დღესაც ბევრს უჩნდება კითხვები: ,,პირველად რომელი ფილმი უნდა ვნახოთ?” ,,ამ ეპიზოდის გაგრძელება რომელია?” ,,გამოშვების წლები შინაარსის განვითარებას ემთხვევა?”

ამ სტატიაში ჩვენ გიპასუხებთ ამ კითხვებზე და აგიხსნით, თუ როგორ უნდა უყუროთ მარველის ფილმებს – ქრონოლოგიურად იქნება ეს თუ გამოშვების წლების მიხედვით. შინაარსის თანმიმდევრობა ცოტა სხვანაირია და ფილმების გამოშვების წელს არ ემთხვევა. ამიტომ ჩვენ ორივე სიას შემოგთავაზებთ.

2021 წელს მარველის ახალ ნამუშევრები ისევ გამოვა, ზოგიერთის გადაღება ახლაც მიმდინარეობს. მალე დიდ ეკრანებზე ახალ თავგადასავლებს ვიხილავთ. თუ მანამდე გსურთ გაეცნოთ ამ სტუდიის მთელ შემოქმედებას, ეს სტატია თქვენთვისაა.

marvel

როგორი თანმიმდევრობით უნდა ვუყუროთ მარველის ფილმებს

ქრონოლოგიური სია:

  • კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი (მოქმედება მიმდინარეობს II მსოფლიო ომში)
  • კაპიტანი მარველი (მოქმედება ხდება 1995 წელს)
  • რკინის კაცი (მოქმედება ხდება 2010 წელს)
  • რკინის კაცი 2 (სიუჟეტი ებმის რკინის კაცის პირველ ეპიზოდს)
  • წარმოუდგენელი ჰალკი (დრო დაუზუსტებელია, მიმდნარეობს ,,შურისმაძიებლებამდე”)
  • თორი (შურისმაძიებლებამდე 6 თვით ადრე)
  • შურისმაძიებლები (2012 წელს მიმდინარე მოქმედება)
  • რკინის კაცი 3 (შურისმაძიებლებიდან 6 თვის შემდეგ)
  • თორი: ბნელი სამყარო (შურისმაძიებლების შემდეგ, ულტრონამდე)
  • კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (შურისმაძიებლების შემდეგ, ულტრონამდე)
  • გალაქტიკის მცველები (დაახლოებით 2014 წელი)
  • გალაქტიკის მცველები, ნაწილი 2 (პირველის შემდგომი)
  • შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (მოქმედების წელი: 2015)
  • ადამიანი-ჭიანჭველა (მოქმედება მიმდინარეობს 2015 წელს)
  • კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (ულტრონის შემდეგ, უსასრულობის ომამდე)
  • ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნება (სამოქალაქო ომის შემდეგ, უსასრულობის ომამდე)
  • დოქტორი სტრეინჯი (მოქმედება მიმდინარეობს 2016 წელს)
  • შავი პანტერა (მოქმედება მიმდინარეობს 2017 წელს)
  • თორი: რაგნაროკი (ულტრონის შემდეგ, უსასრულობის ომამდე)
  • შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (მოქმედება მიმდინარეობს 2017 წელს)
  • ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი (დრო დაუზუსტებელია, მაგრამ მშვენივრად ჯდება უსასრულობის ომსა და დასასრულს შორის)
  • შურისმაძიებლები: დასასრული (მოქმედება იწყება 2017 წელს და სრულდება 2022 წელს)
  • ადამიანი ობობა: სახლიდან შორს (დასასრულიდან რვა თვის შემდეგ)

აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმის, ვანდავიჟენის სიუჟეტი – ადამიანი ობობა: სახლიდან შორს – ეპიზოდამდე მიმდინარეობს.

  • ვანდავიჟენიც (დასასრულიდან სამი კვირის შემდეგ)

2021 წელს აწ უკვე გამოსულია ,,შავი ქვრივი” (Black Widow) და ,,უკვდავები” (The Eternals). ,,შავ ქვრივში” მოქმედება ,,კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი”-ს შემდეგ ვითარდება, თუმცა გარკვეული სცენების წლები ჯერ დაუზუსტებელია.

მარველი

მარველის ყველა ფილმი გამოშვების წლის მიხედვით

გაინტერესებთ როდის დაიწყო ეს ეპოქა? სულ პირველი გახლავთ რკინის კაცი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ხოლო ისტორია 2019 წელს გამოსული ,,შურისმაძიებლები: დასასრულითა” და ,,ადამიანი ობობა: სახლიდან შორს” ეპიზოდებით სრულდება.

გთავაზობთ კიდევ ერთ ნოსტალგიურ მოგზაურობას მარველის სამყაროში.

მარველის ფილმების გამოშვების თარიღები: 4 ფაზა – წარსული, აწმყო და მომავალი

ფაზა პირველი

  • რკინის კაცი (2008)
  • წარმოუდგენელი ჰალკი (2008)
  • რკინის კაცი 2 (2010)
  • თორი (2011)
  • კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი (2011)
  • შურისმაძიებლები (2012)

ფაზა მეორე

  • რკინის კაცი 3 (2013)
  • თორი: ბნელი სამყარო (2013)
  • კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (2014)
  • გალაქტიკის მცველები (2014)
  • შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015)
  • ადამიანი-ჭიანჭველა (2015)

ფაზა მესამე

  • კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016)
  • დოქტორი სტრეინჯი (2016)
  • გალაქტიკის მცველები, ნაწილი 2 (2017)
  • ადამიანი ობობა: დაბრუნება (2017)
  • თორი: რაგნაროკი (2017)
  • შავი პანტერა (2018)
  • შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018)
  • ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი (2018)
  • კაპიტანი მარველი (2019)
  • შურისმაძიებლები: დასასრული (2019)
  • ადამიანი ობობა: სახლიდან შორს (2019)

ფაზა მეოთხე

  • ვანდავიჟენი (ყოველკვირეული სატელევიზიო შოუ)
  • ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი (სატელევიზიო შოუ – 19 მარტი, 2021 წელი)
  • შავი ქვრივი (7 მაისი, 2021 წელი)
  • ლოკი (სატელევიზიო შოუ მაისი, 2021 წელი)
  • შანგ-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა (9 ივლისი, 2021)
  • უკვდავები (5 ნოემბერი, 2021 წელი)
  • მისის მარველი (სატელევიზიო შოუ – 2021 წლის ბოლო)
  • ადამიანი ობობას მესამე უსათაურო ფილმი (17 დეკემბერი, 2021 წელი)
  • დიქტორ სთრეინჯი: სიგიჟის მულტივერსში (25 მარტი, 2022 წელი)
  • თორი: სიყვარული და გრიგალი (6 მაისი, 2022 წელი)
  • შავი პანტერა 2 (8 ივლისი, 2022 წელი)
  • კაპიტანი მარველი 2 (11 ნოემბერი, 2022 წელი)

მარველის კინოსტუდიის მიერ მომავლისთვის დაგეგმილი ნამუშევრები

  • “ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი: კვანტუმანია” (TBD)
  • სამართებელი (Blade) (TBD)
  • გალაქტიკის მცველები ნაწილი 3 (TBD)
  • ფანტასტიკური ოთხეული (Fantastic Four) (TBD)
  • ქორისთვალა (Hawkeye) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • ქალი-ჰალკი (She-Hulk) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • მთვარის რაინდი (Moon Knight) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • საიდუმლო ინვაზია (Secret Invasion) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • რკინის გული (Ironheart) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • აბჯრის ომები (Armor Wars) (სატელევიზიო შოუ – TBA)
  • ვაკანდას სერიები (სატელევიზიო შოუ – TBA)

თქვენ თუ მიეკუთვნებით მარველის მოყვარულთა დიდ ჯგუფს? თუ ახლა აპირებთ ამ სტუდიის შემოქმედებას გაეცნოთ, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ! გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!