მთავარი კულინარია კომბოსტოს ღვეზელის რეცეპტები კვერცხის გარეშე

კომბოსტოს ღვეზელის რეცეპტები კვერცხის გარეშე

by Keti

გაგაუზევის სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. მას ბევრი საერთო აქვს თურქულ და ბალკანურ სამზარეულოსთან. ამ ხალხის კულინარული რეცეპტები ორიგინალური ინგრედიენტებითა და უჩვეულო კომბინაციებით გამოირჩევა.

დღეს ჩვენ გთავაზობთ საფუარიანი ცომით მომზადებულ გემრიელი ღვეზელის რეცეპტს, რომელსაც ამჯერად კომბოსტოს შიგთავსი აქვს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 450 გ ფქვილი
  • 260 მლ წყალი
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ზეთი შესაწვავად

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 თავი ხახვი
  • მეოთხედი ჩ. კ. მშრალი პიტნა
  • ნახევარი ჩ. კ. წითელი წიწაკა
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • ოხრახუში
  • კამა
  • 5 ს. კ. ზეთი

მომზადება

1. გაცრილს ფქვილს შეურიე მარილი და მშრალი საფუარი.

2. დაამატე ცოტ-ცოტა წყალი და მოზილე რბილი ცომი.

3. ცომი მოათავსე ცხიმ წასმულ თასში. დააფარე და დადგი სითბოში.

4. ამასობაში დაჭერი ხახვი და კომბოსტო.

5. ხახვი მოშუშე ზეთში ოქროსფერის მიღებამდე.

6. დაამატე დაჭრილი კომბოსტო და მოშუშე მაღალ ცეცხლზე. თან სულ ურიე.

7. დაამატე წითელი წიწაკა, მშრალი პიტნა და აურიე.

8. ტაფას დააფარე ხუფი და შუშე ბოლომდე.

9. დასრულებამდე დაამატე დაჭრილი მწვანილი. შემდეგ აურიე.

10. მაგიდაზე მოაყარე ფქვილი, გადაიტანე ცომი ფქვილზე და დაყავი ის პატარა გუნდებად.

11. გააბრტყელე გუნდები მრგვალი ფირფიტის სახით და თითოეულზე მოათავსე შიგთავსი.

12. მოამზადე ღვეზელები – დაახლოებით ხელისგულის ზომის.

13. ღვეზელი შეწვი გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან.

14. გადაიტანე ღვეზელი ქაღალდის ხელსახოცზე.

კომბოსტოს შიგთავსის მქონე ღვეზელი უკვე მზად არის. კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლია სხვა შიგთავსი გამოიყენო – მწვანილი, კვერცხი, კარტოფილი, ხაჭო, ხილი და ა. შ.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!