მთავარი რჩევები ჩემთვის კერძო სახლში ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. აი, მიზეზები

ჩემთვის კერძო სახლში ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. აი, მიზეზები

by Keti

რა ჯობია საკუთარ სახლს? გამოხვალ გარეთ, ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს, შეხედავ საყვარელ ხეხილს, დატკბები ყვავილების არომატით… ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! მაგრამ რეალურად ყველაფერი ასე კარგად არის?

ჩვენ მოგიყვებით კერძო სახლში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე და თქვენ შეგიძლიათ ისინი გააანალიზოთ.

კერძო სახლის უპირატესობები

ბუნებასთან ახლოს ყოფნა

კერძო სახლი დაგავიწყებთ ხმაურიან ქუჩებს, დაბინძურებულ ჰაერს. მოისმენთ ჩიტების ჭიკჭიკს და დატბებით სიმწვანით.

კერძო სახლის ეზო

ეს ერთ-ერთი გამორჩეული პლუსია. შეგიძლია ყველაფერი აკეთო ეზოში – მოაწყო აუზი ან მაგიდის ჩოგბურთი გამართო, დაანთო კოცონი და ა. შ. ასევე შეგიძლია დარგო ბევრი ხე და მოაშენო ბოსტანი.

მეზობლების სიმცირე

თუ საკუთარ სახლში ცხოვრობ, შენ დიდი ალბათობით სულ რამდენიმე მეზობელი გეყოლება.

შინაური ცხოველების ყოლის თავისუფლება

კერძო სახლში ბევრად იოლია ცხოველის ყოლა, ვიდრე კორპუსში. შინაური ცხოველები თავს კარგად გრძნობენ თავისუფალ სივრცეში.

უსაფრთხოება

ვინც საკუთარ სახლში ცხოვრობს, მისი ეზოს კარი თითქმის არასდროსაა ჩაკეტილი. მით უმეტეს, თუ საყვარელი ძაღლი გყავთ, ის თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დადგება.

კერძო სახლის მინუსები

კერძო სახლის შენახვა ბევრად ძვირი ჯდება. ვინც მშენებლობა ნულიდან დაიწყო, მან იცის, თუ რამხელა რესურსი უნდა ჩადო სახლში. ხოლო ვისაც ძველი სახლი ერგო, მას ყოველწლიური რემონტი სჭირდება.

დიდი შრომა

კერძო სახლის დალაგებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ამას ემატება ეზოს საქმეც. ბოსტნისა და ბაღის მოვლაც საკმაოდ დიდი ტვირთია. ამ ყველაფერს დრო, ენერგია და სურვილი სჭირდება.

მწერები

ობობა, კოღო, ბუზები, რწყილები… სია უსასრულოა. ფანჯრებზე ბადეების დაყენება შეიძლება, თუმცა ის არ იძლევა მწერებისგან დაცვის 100%იან გარანტიას.

ინფრასტრუქტურა

ქალაქგარეთ ცხოვრება იმით არის რთული, რომ მაღაზია და აფთიაქი საკმაოდ შორს არის. ასევე მოშორებითაა საავადმყოფო, კაფე, სავაჭრო ცენტრი. ამ შემთხვევაში აუცილებელია მანქანის ქონა.

მეტი პასუხისმგებლობა

თუ საკუთარ სახლში რაიმე გაფუჭდა, ხელოსანს იოლად ვერ გამოიძახებ, ამიტომ ბევრი რამის თავად გაკეთება მოგიწევს. მაგალითად, ონკანის, კანალიზაციის…

თუ გრძნობთ, რომ ქალაქგარეთ გადაცხოვრება გსურთ და ამისთვის ყველა საჭირო რესურსი გაქვთ, თამამად გააკეთეთ ეს. მიუხედავად საკუთარი სახლის ყველა უარყოფითი მხარისა, იმ თავისუფლების განცდა, რასაც ქალაქისგან განმარტოებულად ყოფნა იძლევა, ნამდვილად ღირს.

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით!