მთავარი რჩევები ღირს თუ არა წყლის ორჯერ ადუღება?

ღირს თუ არა წყლის ორჯერ ადუღება?

by Keti

წყლის ადუღების საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებს. რატომ ადუღებენ ადამიანები წყალს? ითვლება, რომ ონკანის წყალი არ უნდა გამოიყენოთ ჩაის ან ყავის მოსამზადებლად წინასწარ ადუღების გარეშე. სწორედ ადუღებაა წყლის გასუფთავების ერთ-ერთი სწრაფი და ეფექტური საშუალება.

ადუღების შემდეგ წყალი ჟანგბადით ღარიბდება. ჰიდროკარბონატები კი გარდაიქმნება ნადებად, ამიტომ ჩაიდანში ანადუღარი წყლის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ ადუღებული წყლის ეფექტურად გამოყენებაში.

1. წყალი არ უნდა აადუღო რამდენჯერმე

სასურველია წყლის გამოცვლა ადუღების წინ.

2. ადუღებული წყალი ცალკე ჭურჭელში შეინახეთ.

ადუღების შემდეგ წყალი სხვა ჭურჭელში გადაასხით.

3. ჩაიდანი ნადებისგან გაასუფთავეთ თვეში ერთხელ მაინც

4. ადუღებული წყლის დიდხანს შენახვას აზრი არ აქვს, ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.

5. თუ წყალს თუნდაც ერთხელ აადუღებთ, არ უნდა გაახანგრძლივოთ ეს პროცესი.

გაათავისუფლეთ ჩაიდანი ნადებისგან

1. ლიმონის მჟავა სწრაფად აცილებს ნადებს როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტრო ჩაიდანს. ერთ ლიტრ წყალს დაამატეთ 100 გ ლიმონმჟავა. შემდეგ წყალი წამოადუღეთ და ბოლომდე გააციეთ.

2. ღვინის ძმარიც ძალიან კარგად უმკლავდება წყლის ნადებს. მისი მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორც ლიმონმჟავას შემთხვევაში იყო.

3. სოდაც უმკლავდება წყლის ნადებს, თუმცა სქელი ნადების შემთხვევაში იმდენად ეფექტური ვერ არის. მეტი ეფექტუროვისთვის აადუღეთ სოდიანი წყალი რამდენჯერმე.

4. ჩაიდანს გასუფთავებაში ასევე ეხმარება გაზირებული წყალი, განსაკუთრებით გამჭვირვალე. ჩაასხით მინერალური წყალი ჩაიდანში და წამოადუღეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით, თქვენ შეგიძლიათ სვათ გემრიელი ჩაი ან ყავა ნადების გემოს გარეშე. და ამასთან ერთად გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!