დღეს გადავწყვიტეთ, ჩვენი ახალგაზრდობის სუნამოები გავიხსენოთ, რომლებსაც 90იანი წლების ლამაზმანები აღმერთებდნენ. მათი სუნი სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში.
,,სიგნატიური”
ეს იმდროინდელი საკულტო არომატია. თავის დროზე ბულგარეთში შეიქმნა. ის იყო ტკბილი, თაფლის არომატის მქონე, სქელი და თბილი. ძირითადი ინგრედიენტი გახლდათ ბულგარული ვარდი, ასევე ტიტა, მანდარინი, მუსკატის კაკალი. სუნი ძალიან მდგრადი და გამყოლი ჰქონდა.
,,ნამდვილი სპარსული იასამანი”
ეს იყო ნაზი, ქალური, საოცნებო არომატი. გვეხმარებოდა ისეთი შესანიშნავი სეზონის გახანგრძლივებაში, როგორიც გაზაფხულია.
,,კაირი”
ეს არის სიმფონია და არა სუნამო. მკვრივი, მდიდარი, გრანდიოზული არომატით. ფერომონების ნამდვილი ლიდერი. მის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, მუხა და საკმაზი.
,,Poison”
ეს ლეგენდარული არომატია, მისი მსგავსი ახლაც არ არსებობს. მალაქიტის ყუთში პატარა იასამნისფერი ფლაკონი, რომელსაც მინის სახურავი ჰქონდა. მისი გახსნაც საკმარისი იყო, რომ მთელ ოთახში თაფლის, დარიჩინისა და ალუბლის ყვავილების არომატი გავრცელებულიყო. დასასხმელად ერთი წვეთიც საკმარისი იყო.
,,Შესაძლოა” (<<Быть может»)
ეს პოლონური ნაწარმია, აქვს ყვავილების მკვეთრი არომატი. უხდებათ არაორდინალურ ქალებს. ის დღესაც ბევრს მოსწონს.
,,ძინტარსის” ფაბრიკის არომატები
რიგის ფაბრიკა ,,ძინტარსი” სხვადასხვა სუნამოს უშვებდა: ყვავილების ,,კოკეტკა”, ასევე ,,სოლო”, ,,ტყის ნიავი” და ,,ბორნეო”. ცალკე გამოსაყოფია ,,რიგის იასამანი”. ეს არამხოლოდ სუნამო იყო, არამედ პანდორას ყუთი.
,,ზლატო სკიფოვ”
ეს სუნამო ადრე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. შეიცავს თაფლს და ნაზი ყვავილების არომატებს.
90იანი წლების მრავალი სუნამო მდგრადი და სასიამოვნო არომატით გამოირჩეოდა. თქვენ რომელი სუნამოთი სარგებლობდით? შესაძლოა ამ სიაში რომელიმე მნიშვნელოვანი არ მოხვდა. მოგვიყევით კომენტარებში!