მთავარი რჩევები როგორ გავწმინდოთ ფანჯრები იოდის დახმარებით

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები იოდის დახმარებით

by Keti

ფანჯრების ხარისხიანი წმენდა საკმაოდ რთული საქმეა. მით უფრო, რომ ისინი ძალიან იოლად ისვრება. საკმარისია ერთი წვიმა და ყველაფერი თავიდან არის გასაწმენდი.

თუმცა არსებობს ერთი ბუნებრივი მეთოდი, რომელიც ამ საქმეში ძალიან დაგეხმარებათ. ეს საშუალება იოდია – ყოველთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური. დღეს გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ფანჯრები იოდის დახმარებით.

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სახლის პირობებში

იდეალურად გამჭვირვალე მინის ეფექტის მისაღებად, საჭიროა იოდის ხსნარის მომზადება. წმენდის ამ მეთოდის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ხსნარი ხელს უშლის ფანჯრის ზედაპირზე მტვრის დაგროვებას.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ერთი ლ წყალი
  • 5 წვეთი იოდი

აურიეთ წყალი და იოდი საზომ ჭიქაში.

გამოიყენეთ მიღებული ხსნარი ფანჯრის შუშების ორივე მხრიდან გასაწმენდად. გასაწმენდად ნებისმიერი სახის ნაჭერი გამოგადგებათ. თუ შუშა მეტისმეტად ჭუჭყიანია, გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე.

დაბოლოს, თქვენ მხოლოდ ნესტიანი შუშის გამშრალება დაგჭირდებათ. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცები. ამ მეთოდის გამოყენებით შესანიშნავი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

როგორც ხედავთ, ისეთი იაფი საშუალების დახმარებით, როგორიც არის იოდი, შეგიძლიათ თქვენ სახლს სისუფთავე და იდეალური წესრიგი შეუნარჩუნოთ. ეს ნებისმიერი ძვირიანი ხსნარის მარტივი ალტერნატივაა.

თქვენ როგორ ასუფთავებთ ფანჯრების მინებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მეთოდები!