პოსტი შენთვის გამოწვევაა. შენ ის აუტანლად მოგეჩვენება!
ყოველთვის, როცა შაბათს მუშაობა გიწევს, ან გვიანობამდე რჩები სამსახურში. ყოველთვის, როცა სამუშაოს დასრულებას დამატებით საათებს ანდომებ. შენ იმდენად კარგი ხდები, წარმოდგენაც არ გაქვს.
შენ სრულყოფილი არ ხარ. მაგრამ ცხოვრება რთულია და სხვებს არ ესმით რისი გადატანა გიწევს. შენი ისტორია სხვანაირია. შენ შიგნიდან რაღაც გტკივა.
სამყარო რომ ხედავდეს… სამყაროს რომ ესმოდეს…
შენ გინდა გქონდეს კარგი გრაფიკი და დიდებული კარიერა. მაგრამ რაღაცები კარგად არ მიდის.
ხელფასის მომატებას იმსახურებ. გრძნობ რომ სათანადოდ არ გაფასებენ. მაგრამ აგრძელებ გაცემას.
მუშაობ და ახშობ შენში არსებულ სუპერგმირს.
შენ იცი, რომ ის იქ არის. გრძნობ მის ენერგიას. ის ცდილობს იბრწყინოს, უნდა, რომ შეამჩნიონ.
ელოდება მომენტს, როცა მას გაათავისუფლებ. თავის დროს ელოდება.
შენ არ გჯერა ტყუილების. ისინი ხომ სიმართლე არ არის. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული – ვინ გახდები.
და ახლა რა? საით უნდა წახვიდე? დაუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ წუხილს?
ან შეგიძლია საკუთარი თავიდან გამოხვიდე და სამყაროს აჩვენო, რომ გაიზარდე.
განათლება ძალიან კარგია. მაგრამ ნუ მისცემ უფლებას ცხოვრება დაგავიწყოს. რეალური სამყარო ყველაზე კარგ გაკვეთილებს ატარებს.
შენ ის რაღაცები გინდა, რასაც არ გასცემ. გაათავისუფლე შენი თავი, მიეცი საკუთარ თავს სიცოცხლის უფლება.
ყუთში გამოკეტვა, კუთხეში მიმწყვდევა. ეს უნდა დასრულდეს.
მითხარი, რომ ეს გძულს. იწუწუნე, იტირე. გელოდები.
გზა რომ გამოჩნდეს, ნდობა რომ მოიპოვო, ცოდნა რომ გასცე… ამას ეგოიზმიც სჭირდება.
მე მოგიწოდებ იმუშაო, ოღონდ არა მანქანებისთვის! არამედ შენი ყველაზე გიჟური ოცნებისთვის!
გაჩვენებ, რომ შენ ხარ მთავარი წინაღობა შენსა და წარმატებას შორის.
შენ და შენი ჯიუტი უხალისობა. ყველაფერი შენ ირგვლივაა. ყველაფერი, რაც გჭირდება.
მალე დასუსტდები. მიხვდები ცხოვრების გაკვეთილებს. შენთვის საჭირო გაკვეთილებს.
ეს გაკვეთილები გეხმარება საზღვრების გარღვევაში. იმაში, რომ იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია.
უბრალოდ გაუღე კარი წარმატებას. სცადე მეტი, ეძებე მეტი, დაინახე მეტი.
გაგვათავისუფლე ყველა!