მრავალი წიგნი დაწერილა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან მამაკაცები ურთიერთობებში. თუმცა, მხოლოდ პირადი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ და შემდეგ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. წიგნები შეიძლება შეიცავდეს ზოგად მოცემულობას, მაგრამ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი საჭიროებებიც განსხვავებულია. ის, რაც ერთ ქალს ადვილად შეუძლია აპატიოს მამაკაცს, სხვისთვის სრულიად მიუღებელი იქნება…
როგორ იქცევიან მამაკაცები ურთიერთობებში
ყველა ვხვდებით, რომ აბსოლუტურად უაზრო იქნება მიუტევებელი ქმედებების ჩამონათვალი. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების ქცევებს, არამედ ჩვენს ნაცნობებსა თუ მეგობრებსაც. ყველას აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და ღირებულებების სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ბავშვობაში, შემდეგ კი ზრდასრულ ასაკში გამყარდა.
მაგალითად, ავიღოთ ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ღალატს ვგულისხმობ. ალბათ, ახლა თქვენ აღშფოთებით წამოიძახებთ, რომ ვერავის აპატიებთ ასეთ რამეს. და, სავარაუდოდ, ასეთი რეაქცია თქვენს უმწიფრობაზე მეტყველებს.
არ ვფიქრობ, რომ ღალატი კარგი ან მისაღებია. თუმცა, მჯერა, რომ ამის პატიება შეიძლება. და მაშინაც კი, როცა თითქოს არ უნდა აპატიო, შენში წყენისა და რისხვის გროვაა, შესაძლებელია ნამდვილი პატიება. და ასეთი მიტევება არ ნიშნავს სისუსტეს ან დამყოლობას.
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იდეალისტი ვიყავი, გულწრფელად დავიჯერე ეგრედ წოდებული ,,მეორე ნახევრის” არსებობის, რომლის პოვნაც ყველას სჭირდება. და შემდეგ კი ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მე მჯეროდა, რომ არსებობს განსაკუთრებული, ნამდვილი სიყვარული, რომელშიც ღალატი ან სკანდალები შეუძლებელია. და როცა მსგავსი რამ დავინახე, დავრწმუნდი, რომ ხალხს უბრალოდ “ის სიყვარული” არ აქვს.
და იცით, ასაკთან ერთად მივხვდი, რომ იდეალური სიყვარული ნამდვილად შეიძლება არსებობდეს… ოღონდ გამოგონილ ადამიანებთან. მხოლოდ ეს წყვილები არ უშვებენ შეცდომებს, ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს და მათ ასევე შეუძლიათ აზრების კითხვა. ასეთი ტიპები ჯადოსნური ქმნილებები არიან, და მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში ან რომანტიკული რომანების გვერდებზე არსებობენ.
ნამდვილი ხალხი ცოტა სხვანაირია. მათ შეუძლიათ ოფისის წვეულებაზე დალიონ სასმელი, ფლირტი დაუწყონ უცნობ ადამიანს ან პირად შეტყობინებებში რამე უცნაური მისწერონ. ამავდროულად, მათ შეიძლება ჰყავდეთ მუდმივი პარტნიორი, რომელიც უყვართ და, მართალია, ზოგჯერ ამის დაჯერება ძნელია, მათ ნამდვილად სცემენ პატივს.
ჩვენ ხშირად ძალიან გვინდა, რომ სამყარო შავ-თეთრ ფერებად დავყოთ. და რომ ყველაფერი დღესავით ნათელი იყოს. თუ ადამიანი შეიცვალა – ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ უყვარს. თუ იგი უხეშად მოიქცა, ესე იგი, პატივს აღარ გცემს. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ხაზები მკაფიო და გასაგები იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი სამყარო ასე არ მუშაობს. ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან იმპულსური მოქმედებებისკენ, რასაც შემდეგ ნანობენ. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან.
რისი პატიება შეიძლება და რისი არ შეიძლება?
თქვენ ვერასდროს გაიგებთ ამას მანამ, სანამ არ გამოსცდით ამ “რაღაცას”. ეს არის ერთადერთი გზა თქვენი პრიორიტეტების გასაგებად და ჩამოსაყალიბებლად. და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სრულიად ინდივიდუალური. და მაშინაც კი, თუ ყველა დანარჩენი კმაყოფილი დარჩება თავისი პარტნიორების გარკვეული ქმედებებით და თქვენ ეს არ მოგეწონებათ, ეს ფაქტი მაინც უნდა მიიღოთ.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი პირობები და უთხრათ თქვენს პარტნიორს ამის შესახებ. მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ერთადერთი გამოსავალი არის საკუთარ თავთან გულწრფელობა. თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა არაერთხელ გადალახა ის საზღვარი, რომელიც თქვენ გვნებთ, მაშინ არ უნდა გააგრძელოთ ასეთი ურთიერთობა.
თქვენ თავად მიხვდებით ამას. უბრალოდ მნიშვნელოვანია განასხვავოთ ის გადასაჭრელი პრობლემები და სიტუაციები, რის შემდეგაც ღირს ადამიანთან დამშვიდობება. პარტნიორი არ უნდა შეინარჩუნოთ, თუკი ურთიერთობა ტოქსიკურია.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!