მთავარი საკითხავი ვნების კვირას წასაკითხი ლოცვები ცოდვებისგან განსაწმენდად

ვნების კვირას წასაკითხი ლოცვები ცოდვებისგან განსაწმენდად

by Keti

თითქმის მიიწურა დიდი მარხვის ბოლო კვირა. იმისათვის, რომ ეს დღეები სწორად დავასრულოთ, უნდა დავიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. ზოგადად, მარხვის დროს არა მხოლოდ გარკვეული დიეტური ნორმების დაცვა გვიწევს, არამედ ლოცვებიც უნდა ვიკითხოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მადლობა შევწიროთ იესო ქრისტეს ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა.

ვნების კვირას წარმოსათქმელი ლოცვები 

მოგეხსენებათ, დიდი კვირის თითოეულ დღეს აქვს თავისი მნიშვნელობა. ყველა მათგანი ჰგავს კიბეს, რომელიც დიდ დღესასწაულამდე მიგვიძღვის. ბევრისთვის ეს პერიოდი არ არის მარტივი, რადგან ეს მძიმე მარხვის დროა. ამ შვიდი დღის განმავლობაში შეზღუდვა განსაკუთრებით მკაცრია მათთვის, ვინც მარხვას იცავს: ძირითადი დიეტა შედგება პურის, თხილეულის, თაფლის, ბოსტნეულისა და ხილისგან. მათთვის, ვინც არ მარხულობს, მიზანშეწონილია შეიზღუდოს ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება.

ძირითადი ლოცვები ცოდვების განსაწმენდად

1. უფალო იესო ქრისტე! გულით და სულით თითოეული ცოდვილი შენთანაა. შენ გევედრებით და ვიხსენებთ მთელი კაცობრიობისთვის გაღებულ მთელ მსხვერპლს. შენი მოწყალებით შევიძენთ სულიერ სიმშვიდეს, გავთავისუფლდებით ეშმაკებისგან, რომლებიც გვაცდუნებენ. ჩვენ ვცოდავთ, მაგრამ შენი წყალობით სიბნელისა და უსამართლობისგან გავთავისუფლდებით. ამინ!

2. ჩემი ცხოვრების წყაროვ, უფალო, გამათავისუფლე ცოდვებისგან და მიხსენ უკეთური აზრებისგან. ჩემი სიცოცხლის ძალა მე შენდამი ლოცვებში ვპოვე. მორჩილებით გევედრები, რომ ჩემი უკეთური ქმედებები მომიტევო. დამიფარე ბოროტი ძალებისგან. ამინ.

3. შევხარი ყოველ დღეს, რომელსაც ჯვრის ქვეშ ვატარებ. დიდია ჩემი სინანული. გვიხსენი უფალო ჩვენი ცოდვებისგან. შენი წყალობით დაამშვიდე ჩვენი სულები და გაგვათავისუფლე ყოველგვარი ეშმაკეულისგან. გაანათე ჩვენი გზა სასუფელისკენ და მოგვმადლე უცოდველობა. ამინ.

4. დიდება შენ უფალო! შემიწყალე მე ცოდვილი და გამხადე სასუფევლის ღირსი! შემეწიე და მიხსენი უკეთური გზისგან. მაზიარე შენს საიდუმლოებებს. დაახშე ჩემი ბაგეები უკეთურის თქმისგან და მომმადლე სიბრძნე – ვასწავლო ჩემს შთამომავლობას შენკენ სავალი გზები. ამინ.

5. 5. გევედრები, უფალო, დამიფარე ყოველგვარი შეცოდებისგან. მომეცი ძალა ვებრძოლო უკეთურის ხრიკებს. მომმადლე უნარი მივუტევო ჩემს მაწყევართ და მათი სასჯელი მოგანდო შენ! გადიდებ შენ ყოველ ცისმარე დღეს და გავედრებ ყველა სულიერს. მოგვმადლე ყველას ცოდვათა მოტევება. ამინ!

6. დიდება შენ უფალო შენი ჯვრისთვის და შემდგომ ნათელი აღდგომისთვის! შემოგავედრებ ჩვენს სულებს და გევედრები ყველა ადამიანის სულის სიმშვიდისთვის. ნუ მიგვატოვებ ჩვენს ცოდვებთან მარტო, გვიჩვენე შენკენ მომავალი ნათელი ბილიკი. დაგვლოცე უფალო, ამინ!

ყველას წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!