მთავარი რჩევები აი, როგორი ბანანია სასარგებლო ჯანმრთელობისთვის

აი, როგორი ბანანია სასარგებლო ჯანმრთელობისთვის

by Keti

ბანანი არის ხილი, რომელიც დიდი ხანია ეგზოტიკური ხილის კატეგორიიდან რიგით ნაცნობ საკვებზე გადავიდა. მათ თითქმის ყველა და ყველგან ჭამს. დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ ბანანის სასარგებლო თვისებებზე.

დღეს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ყველას: შესაძლებელია თუ არა ბანანის გადაჭარბებულად ჭამა?

მკვლევარების თქმით, გაშავებული ბანანი ოდნავ განსხვავებულად მოქმედებს სხეულზე.

გადამწიფებული ბანანის სარგებელი

დაუმწიფებელი ბანანი შეიცავს რეზისტენტულ (უხსნად) სახამებელს. მისი მონელება წვრილ ნაწლავში ვერ ხერხდება, ამიტომ ის მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება, რაც ხშირად იწვევს გაზებს. მწიფე ხილში კი სახამებლის უმეტესობა გარდაიქმნება შაქრად. ამიტომ, მწიფე ბანანი არა მხოლოდ გემოთია ტკბილი, არამედ უფრო ადვილად ასათვისებელია. ორგანიზმის მიერ ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.

მწიფე ბანანი კიდევ ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. და რაც მთავარია, რაც უფრო მუქია ბანანი, მით უფრო მეტი უჯრედოვანი პროტეინითა TNF-ით (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი) არის სავსე. იგი თრგუნავს სიმსივნური უჯრედების ზრდას.

დღეში 1 გადამწიფებული ბანანის მიღება აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ხილი შეიცავს უფრო მეტ ბოჭკოს, C ვიტამინს, B ჯგუფს, კალიუმს და ანტიოქსიდანტებს, ვიდრე დაუმწიფებელი ხილი.

შემდეგ ჯერზე, როდესაც ბანანს შეიძენთ, გაითვალისწინეთ ამ სტატიის რჩევები. გადამწიფებული ხილი შეიძლება არც ისე გემრიელი იყოს, მაგრამ მათი გამოყენება სხვადასხვა კერძებშია შესაძლებელი.

ბანანის მისაღებად საუკეთესო დროა საუზმედან ორი საათის შემდეგ, როგორც ხემსი. არასოდეს მიირთვათ ხილი უზმოზე. იკვებეთ სწორად, რომ დარჩეთ ჯანმრთელად!