მთავარი რჩევები გაწმინდეთ მანქანის ჰაერი ეთერზეთების დახმარებით

გაწმინდეთ მანქანის ჰაერი ეთერზეთების დახმარებით

by Keti

ავტომობილის ინტერიერის სასარგებლო ელემენტებით გაჯანსაღება არაჩვეულებრივი აზრია. თან ის მშვენიერი სუნითაც გაგახარებთ. მართლაც, ჩვეულებრივი ჰაერის გამაგრილებელი საშუალებებისგან განსხვავებით, საკუთარი ხელით დამზადებულს განსაკუთრებული არომატი ექნება. ეთერზეთების არომატი არ შეიძლება შევადაროთ ჩვეულებრივ ხელოვნურ გამაგრილებლებს.

ეს მეთოდი არამხოლოდ მანქანის, არამედ ოთახის ჰაერის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ.

მარტივი ჰაერის გამაგრილებელი

თქვენ დაგჭირდებათ

  • პატარა ცარიელი ქილა
  • 1-2 ჩაის კოვზი ჟელატინი
  • ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი
  • წყალი
  • 5-6 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

თუ გსურთ თქვენს მანქანაში მატონიზირებელ ატმოსფეროს მიაღწიოთ, დაამატეთ მას ციტრუსის არომატის მქონე ეთერზეთები; უბრალოდ გაჯანსაღებისთვის, პიტნის ან ფიჭვის არომატები შესაფერისია.

პირველ რიგში, მოათავსეთ ჟელატინი ქილაში. შეავსეთ იგი წყლით და ურიეთ, სანამ გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ გლიცერინი და სასურველი ეთერზეთი. საჭიროა კარგად შეურიოთ ზეთოვანი ნარევი და შედოთ მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. გაციებული არომატული ნარევი გადაიქცევა ჟელედ, რომლის მოთავსებასაც ადვილად შეძლებთ ლამაზ ქილაში. ამის გაკეთება ძალიან ადვილია და შედეგიც შესანიშნავი.

მოგეწონათ ეს მეთოდი მანქანის გაჯანსაღებისთვის? გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!