მთავარი რჩევები 3 მითი კარაქის შესახებ, რომელიც სამუდამოდ შეგიცვლის წარმოდგენას ამ პროდუქტზე

3 მითი კარაქის შესახებ, რომელიც სამუდამოდ შეგიცვლის წარმოდგენას ამ პროდუქტზე

by Keti

კარაქს შეუძლია გააუმჯობესოს საკვების გემო, რის გამოც უმეტესობა ჩვენგანი მას თითქმის ყველა კერძში ამატებს. ამის მიუხედავად, ამ პროდუქტის საფრთხეებზე იმდენი ითქვა, რომ ბევრმა მომხმარებელმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც წონის დაკლება სურს, დაიწყო ამ ჯანმრთელი საკვები პროდუქტის დათმობა. არადა კარაქი სწორედაც რომ სასარგებლო და მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის

ითვლება, რომ კარაქი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, გვმატებს ზედმეტ კილოგრამებს და ზრდის გულის დაავადებების რისკს. ნუთუ მართლა ღირს ამ პროდუქტის დათმობა?

კარაქის შესახებ არსებული მითები

1. ქოლესტერინი და ცხიმი

პირველი, რაც ჯანსაღი დიეტის მომხრეებს აშინებს არის ქოლესტერინი და ცხიმი. სინამდვილეში, გაჯერებული ცხიმი ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს, რაც ჩვენი სხეულისთვის აუცილებელია. ეს ქოლესტერინი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს სასქესო ჰორმონების ფორმირებაში. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, როგორც ვიტამინები.

ქოლესტერინი ასევე საჭიროა უჯრედების შესაქმნელად. ამ ნივთიერების გარეშე, თავის ტვინში რეცეპტორები, რომლებიც რეაგირებენ სეროტონინზე (სიხარულის ჰორმონი), სრულყოფილად ვერ მუშაობენ, რაც იწვევს შფოთვას და დეპრესიულ განწყობას. კარაქში შემავალი რძის ცხიმი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში.

2. წონის მატების საფრთხე

ნებისმიერი საკვების დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს წონის მატებას. კარაქიც არ არის გამონაკლისი, რადგან ეს არის მაღალკალორიული პროდუქტი. მაგრამ ამავე დროს, ეს პროდუქტი შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს, რომლებიც სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილს.

ზედმეტად ბევრი კარაქის ჭამას ვერც შეძლებთ, რადგან სხეული თავისით გაგაჩერებთ. დიეტოლოგები კი გვირჩევენ, რომ წონის დაკლების მიზნით ჩვენს რაციონში შევიტანოთ კარაქი. მიირთვით არაუმეტეს 30 გრამი კარაქი დღეში და თქვენს სხეულს მიაწვდით ენერგიას, რომელიც მთლიანად დაიხარჯება.

3. კარაქში არ არის საკვები ნივთიერებები

ეს მითის მეტი არაფერია. კარაქი მდიდარია A, B, C, D და E ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ თმის და ფრჩხილების ზრდას. ვიტამინი D პასუხისმგებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობაზე. ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის სწრაფ დაბერების პროცესს და თრომბების წარმოქმნას.

თქვენზეა დამოკიდებული, მიირთმევთ თუ არა კარაქს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაფრის ზომიერად მიღება კარგია. შეარჩიეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქტი, რომელიც ნამდვილად მოუტანს ორგანიზმს სარგებელს. გაუზიარეთ ეს საჭირო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!