მთავარი ადამიანები ეს ახალგაზრდა ქალი ქმარმა ბავშვით ხელში მარტო დატოვა. ის ახლა ძალიან სასარგებლო რჩევებს იძლევა.

ეს ახალგაზრდა ქალი ქმარმა ბავშვით ხელში მარტო დატოვა. ის ახლა ძალიან სასარგებლო რჩევებს იძლევა.

by Keti

”ჩემი ქმარი შვილის გაჩენის შემდეგ გამშორდა. ჩვენ ძალიან მალე გავხდით მშობლები, ალბათ ეს იყო პრობლემა. იურის ექვსი თვის განმავლობაში ვხვდებოდით, სანამ გავიგებდი, რომ ორსულად ვიყავი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მას ვაჟი სურდა და თავიდან ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ მე გავაჩინე და მარტო დავრჩი ბავშვით ხელში. ”- ამბობს ნინა.

ბავშვის დაბადება დიდი ხნის ნანატრი სიხარული და დიდი გამოწვევაა დაქორწინებული წყვილისთვის. ამ დროს, თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად მომთმენი და გამგები. მშობლებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ და ერთად იზრუნონ ბავშვზე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ქმარი ბავშვის მოვლას მთლიანად ცოლს აკისრებს. შემდეგ კი თვითონაც უკვირს, რატომ არის იგი ძალაგამოცლილი და დაღლილი, საღამოობით კი თავის ტკივილი აწუხებს. მე ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ შეუძლიათ ადამიანებს თან შვილები სურდეთ და თან ადვილად ტოვებდნენ მათ ბედის ანაბარად? სამწუხაროდ, ნინას ისტორია ძალიან ტიპურია.

”როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, წამითაც კი არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ იური გახარებული იქნებოდა. მართალია, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ როდესაც მან შეიტყო, მაშინვე დაქორწინება შემომთავაზა. გიჟური თაფლობის თვე გავატარეთ ზღვაზე და რომ დავბრუნდით, ბინის განახლება დავიწყეთ. იურას ძალიან უნდოდა ვაჟი, მან ეს მითხრა ქორწილამდეც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ ვაჟი ეყოლებოდა და სახელიც კი აირჩია. როდესაც ვკითხე, რას დავარქმევდით ბავშვს, თუ გოგონა გაჩნდა, მან მითხრა დემეტრე, რადგან მეტისმეტად სურდა ვაჟი.

როდესაც ბავშვი გავაჩინე, ახლადშექმნილი მამა ამაყი და ბედნიერი იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი ორივე ჩვენგანისთვის ურთულესი გამოცდა დაიწყო. და იურიმ ვერ გაუძლო სირთულეებს. ბინძური საფენების მთები, უძილო ღამეები და ბავშვის განუწყვეტელი ტირილი მას აგიჟებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მას აღარ შეეძლო ბავშვის ტირილის მოსმენა. და საერთოდ, ბავშვის საწოლთან მთელი დროის განმავლობაში მორიგე ვიყავი.

ძალიან ვიღლებოდი და ძალაგამოცლილი ვეცემოდი ხოლმე საწოლზე. ზოგჯერ ისე მეძინებოდა დაღლილობისგან, რომ ბავშვის ტირილიც კი არ მესმოდა, შემდეგ კი იურის  უწევდა მისი დამშვიდება. ჩემს ქმარს არ ესმოდა, რომ ზოგჯერ შხაპის მიღებაც კი არ შემეძლო, არათუ მასთან ფიზიკური სიახლოვე. ასე რომ, ის თანდათან ჩამომშორდა და დისტანცირდა. ბავშვის მოვლაში არ მრხმარებოდა, სამსახურში კი გვიანობამდე რჩებოდა. დავიღალე იმ ფაქტით, რომ ოჯახში მხოლოდ მე ვიყავი ის, ვინც ყველა ტვირთს საკუთარ თავზე იღებდა. აშკარა იყო, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდებოდა შვილი ან ისეთი ცოლი, რომელიც აღარ იყო სექსუალურად აქტიური და მიმზიდველი. ამიტომ მე გადავწყვიტე განქორწინებაზე განცხადების შეტანა. როდესაც იურიმ ამის შესახებ გაიგო, ის არც კი შემკამათებია. ჩემი ნივთები ჩავალაგე და ბავშვთან ერთად დედასთან წავედი. ”

ცხოვრება განქორწინების შემდეგ

”რატომღაც დავიწყე ჩემი ცხოვრების წინ გადახვევა, გამახსენდა, რომ ადრე ჩემზე ერთი მამაკაცი გიჟდებოდა. და გამახსენდა ჩემი ყოფილი კლასელი, რომელსაც ძალიან მოვწონდი. მოგვიანებით ის სოციალურ ქსელებში ვიპოვე და კომუნიკაცია დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ის არ არის დაქორწინებული და თან საკმაოდ წარმატებული. რამდენჯერმე შევხვდით კაფეში სასაუბროდ. მივხვდი, რომ მას ახლაც ჰქონდა ჩემ მიმართ სიმპათია. თავი ისევ ქალად ვიგრძენი, ისევ ლამაზად და მიმზიდველად.

ერთი წლის შემდეგ, კლასელმა ცოლობა მთხოვა. ჩვენ დაქორწინებულები ვართ და 7 წელია ბედნიერად ვცხოვრობთ. ჩემს შვილს ძალიან უყვარს თავისი მამინაცვალი და მას მამა ეძახის. კარგია, რომ განქორწინება გადავწყვიტე და ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავსა და ბედზე პასუხისმგებლობა და არ დაველოდოთ იმას, რომ კარგი ცხოვრება თავად მოვა ჩვენთან. ”

ნინა იმ ქალებს შორის არის, რომლებიც დისფუნქციური ოჯახის გულისთვის არ წირავენ საკუთარ ბედნიერებას. რა შეიძლება მისცეს ისეთმა მამამ შვილს, რომელსაც ის არ უყვარს? და რა განსხვავებაა, უყურადღებო მამასთან იცხოვრებს ბავშვი, ერთ ბინაში, თუ მისგან შორს? ნინამ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მოეწყო და გამხდარიყო ბედნიერი, ამით კი მან დიდი სამსახური გაუწია შვილს. ახლა დემეტრე იმ სიყვარულსა და მზრუნველობაში გაიზრდება, რაც მას საკუთარი მამისგან არ მიუღია.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ? გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: