ყველა დიასახლისმა იცის, რომ სამზარეულოში ხშირად არა მხოლოდ ბინძური ჭურჭლის გროვა რჩება, არამედ პირსახოცებზეც ბევრი ლაქაა ხოლმე. ამ ნაჭრებს სულ ვაგდებდი, რადგან წესიერად არ იწმინდებოდა. ერთ დღეს კი მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წელი ჩინეთში ცხოვრობდა, ერთი საიდუმლო გამიზიარა.
აღმოჩნდა, რომ შუა სამეფოს მკვიდრნი ზეთოვანი ლაქების პრობლემას მცენარეული ზეთის დახმარებით წყვეტდნენ! ამ მეთოდმა ეჭვი შემიქმნა, მაგრამ პირველი “ზეთის აბაზანის” შემდეგ სხვა ლაქების საწინააღმდეგო პროდუქტებმა უბრალოდ შეწყვიტა ჩემს სახლში არსებობა.
პირსახოცების რეცხვა ჩინური წესის მიხედვით: მეთოდები და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები
მცენარეული ზეთით რეცხვის დროს ეს მცენარეული ცხიმი არბილებს ჭუჭყს და ფაქტიურად ,,ყრის” მათ ქსოვილის ბოჭკოებიდან. პირსახოცების გარდა მცენარეული ზეთით რეცხვა დაგეხმარებათ მუქი და ძველი ცხიმიანი ლაქების მოშორებაშიც კი.
არსებობს რეცხვის რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ყველა სახის ლაქის მოშორებაში. მთავარია დაიცვათ მარტივი რეკომენდაციები.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 შეკვრა სარეცხი ფხვნილი
- 1 შეკვრა მათეთრებელი
- 2 ჩ. კ. სოდა
- 2 ს. კ. მცენარეული ზეთი
- 5-6 ლიტრი ცხელი წყალი
მომზადება
1. შეავსეთ ჭურჭელი ცხელი წყლით, შემდეგ დაამატეთ ფხვნილი, მათეთრებელი და სოდა. დაამატეთ მცენარეული ზეთი ამ ხსნარს და შემდეგ აურიეთ ყველაფერი.
2. ჩადეთ მშრალი პირსახოცები აუზში და დატოვეთ ამ ფორმით რამდენიმე საათის განმავლობაში, ან უკეთესია – მთელი ღამით. რეკომენდირებულია აუზის დაფარვა სახურავით, რათა წყალი უფრო ცხელი იყოს.
3. დილით ამოიღეთ პირსახოცები და ჩაალბეთ ოთახის ტემპერატურაზე სუფთა წყალში. შემდეგ გარეცხეთ პირსახოცები მანქანაში 40-60 გრადუს ტემპერატურაზე.
რეცხვის მესამე მეთოდი გვთავაზობს ერთი ჭიქა მდოგვის ფხვნილისა და ერთი სუფრის კოვზის ძმრის დამატებას 5-6 ლიტრ ცხელ წყალში, შემდეგ კი ვამატებთ 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს. ამ მეთოდისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მინანქრის ვედრო თავისი სახურავით. ასეთ ხსნარში თქვენ უნდა შეინახოთ პირსახოცები 12 საათის განმავლობაში და შემდეგ რამდენჯერმე გაავლოთ სუფთა წყალში.
ზეთით რეცხვა ძალიან ნაზი და ეფექტურია. თან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მცენარეული ზეთი ასევე ხელს უწყობს პროდუქტის ორიგინალური ფერის აღდგენას – ეს ეხება როგორც თეთრ, ასევე ფერად ტონებს. ახლა თქვენი სამზარეულოს პირსახოცები ყოველთვის გაგახარებთ სისუფთავეთა და სიახლით. წარმატებებს გისურვებთ!
ისარგებლეთ ამ ინსტრუქციით და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!