მთავარი რჩევები ჩემი წარბები ძალიან თხელი იყო და ჩემმა მეგობარმა ამის წასმა მირჩია – საოცარია, შედეგი 1 დღეში დავინახე

ჩემი წარბები ძალიან თხელი იყო და ჩემმა მეგობარმა ამის წასმა მირჩია – საოცარია, შედეგი 1 დღეში დავინახე

by guramus

თუ გსურთ სქელი, მოხდენილი წარბები და ვერადავერ ამოგივიდათ თმა, გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. 21-ე საუკუნის მოდა ნელნელა უბრუნდება 70-იანების სტილს, სადაც სქელი წარბები იყო მოდაში.

ბევრი საშუალება არსებობს წარბების გასასქელებლად, თუმცა ყველა მათგანი დროებითია. ამ სტატიაში კი გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც ძალიან მოკლე დროში დაგანახებთ შედეგს და რაც მთავარია, 1-2 დღეში არ გაქრება.

ერთადერთი რაც გჭირდებათ, ვაზელინია. დღეში 2-3-ჯერ წაისვით თხელი ფენა წარბებზე. შედეგი სასწაულად სწრაფად გამოჩნდება. მისი შემადგენელი ელემენტები ასტიმულირებს თმის ძირებს და ხელს უწყობს სწრაფ ზრდას.

გარდა ზემოთ ნახსენები თვისებისა, ვაზელინს ფართო გამოყენება აქვს კოსმეტიკაში. მაგალითად, მაკიაჟის მოშორება ძალიან მარტივია მისი დახმარებით. გაიწმინდეთ მაკიაჟიანი სახე ვაზელინით და დაიბანეთ თბილი წყლით. კანს ადვილად მოსცილდება მაკიაჟი.

თუ თმას იღებავთ, გეცოდინებათ როგორ აშრობს საღებავი თმას. იმისათვის რომ თმა არ გამოიფიტოს და დიდხანს იცოცხლოს, გირჩევთ კვირაში ერთხელ, დაბანამდე წაისვით ვაზელინი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

და მესამე ყველაზე სასარგებლო თვისება რაც აქვს ვაზელინს, არის კანის დატენიანების უნარი. დახეთქილი ქუსლები, გამომშრალი ხელის კანი და იდაყვები შეგიძლიათ ვაზელინით დაიზილოთ ძილის წინ. დილით კანი საოცრად რბილი და დატენიანებული დაგხვდებათ.