მთავარი რჩევები როგორ არ გავხდეთ ავად ? იმუნიტეტის გასაძლიერებელი ივან ჩაი (თხაწართხალა)

როგორ არ გავხდეთ ავად ? იმუნიტეტის გასაძლიერებელი ივან ჩაი (თხაწართხალა)

by guramus

ჩაი გასაოცარი რამ არის და მისი ისტორია ათას წელზე მეტს ითვლის. იცოდით რომ ჩაის 400-ზე მეტი სახეობა არსებობს ? მათგან ნახევარზე მეტი ფსიქოტროპულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

მათგან შეიძლება გამოვარჩიოთ ივან ჩაი, რომელსაც თითქმის არაფერი საერთო არ გააჩნია ჩვეულებრივ ჩაისთან. პირველი და ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ ივან ჩაი არ შეიცავს კოფეინს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც აწუხებს წნევა ან აქვს რეაქცია კოფეინზე, მათთვის ეს ჩაი საზიანო არ არის და მათი დალევა ბავშვებსაც კი შეუძლიათ. ივან ჩაი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას. უკვე 2-3 ჭიქის შემდეგ  საგრძნობლად უმჯობესდება ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობა. ივან ჩაის მიღება განსაკუთრებით კარგია გაზაფხულზე, როცა ვირუსები ძალიან აქტიურია. ეს ჩაი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ვირუსების და ინფექციების საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაცივდებით და ძლიერი ორგანიზმი გექნებათ.