თუ თქვენ ეძებთ შთაგონებას იმის შესახებ, თუ როგორ განაახლოთ დეკორაცია ან ხართ ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული, თქვენ მოგეწონებათ ეს საირი: subreddit. დეკორაციების თვალიერებით ალბათ მაშინაც ისიამოვნებთ, როცა მოწყენილი იქნებით ან/და შემთხვევით მოხვდებით ინტერნეტში.
შინაარსი მარტივია: აქ გროვებენ ოთახების დასამახსოვრებელ, მაღალი ხარისხის სურათებს. ახლა 50 მათგანს შემოგთავაზებთ, რომლებიც თავბრუდამხვევად ლამაზია. მოემზადეთ თავგადასავლისთვის!
#1 ბასკელმა მხატვარმა იყიდა ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული მე-16 საუკუნის მიწის ნაკვეთი, სადაც ეკლესიის ნანგრევები იყო. 3 წლიანი რემონტის შემდეგ, ეს არის მისი, ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე, ახალი სახლის საბოლოო ვიზუალი
#2 მინიმალისტური სასტუმროს ნომერი თურქეთის მთებში
#3 მუნიციპალური სამართლის ბიბლიოთეკა (Juristische Bibliothek) მიუნხენში, გერმანია
#4 ზამთრის თავშესაფარი როვანიემიში, ლაპლანდია, ფინეთი
#5 პატარა ბაღი ბერლინის საოცრებათა სახლში
#6 აუზი სასტუმრო ლანდაში ბურგოსში, ესპანეთი
#7 უოლტერ პიკის განსაცვიფრებელი ხედები ლოჟიდან ვაკატიპუს ტბის სანაპიროზე, კუინსტაუნი, ოტაგო, ახალი ზელანდია
#8 აუზის ზონა Riad Yasmine-ში, კერძო სასტუმრო, რომელიც მდებარეობს მარაკეშში, მაროკო
#9 მე-19 საუკუნის განახლებული ვიქტორიანული სახლი, დუბლინი, ირლანდია
#10 პატარა აგარაკი საპანჩაში, საკარია, თურქეთი
#11 მეცნიერთა სახლი, უკრაინა
#12 მუქი ფერები პარიზის ბინისთვის
#13 ტბის პირას მდებარე სახლის ულამაზესი მისაღები ოთახი ფინეთში
#14 მშვენიერი მცენარეებით სავსე აბაზანა ზამთრის ულამაზესი ხედით, ტორონტო
#15 ტყვიიანი შუშის კიბე განახლებულ ინგლისურ აგარაკში
#16 აბაზანა გეომეტრიული ლურჯი კრამიტით, რომელიც ,,ცოცავს” ჭერზე
#17 გარემონტებული სამზარეულო ვიქტორიანულ სახლში, საუთპორტი, ფეირფილდი, კონექტიკუტი
#18 პატარა სასტუმრო სახლი ბაღში, სამხრეთ პასადენა, ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია
#19 მე-17 საუკუნის კატალონიის მეურნეობის რემონტი
#20 თაღოვანი საშხაპე თაღოვანი ფილებით მოპირკეთებული ჩრდილო-დასავლეთ სიდნეის სახლში, ავსტრალია
#21 ,,ორმაგი” ოფისის ბიბლიოთეკა ბუხრით
#22 ჩაძირული მისაღები ოთახი მაღალი თაღოვანი ჭერის ქვეშ, რომელიც გარშემორტყმულია ბალის ტროპიკული სიმწვანით, ინდონეზია
#23 სასტუმრო განთავსებულია ყოფილ მე-11 საუკუნის სასახლეში, რომელიც გადაჰყურებს ამალფის სანაპიროს, რაველო, კამპანია, იტალია
#24 ტბის სახლი იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებით ჩიკამაუგას ტბის სანაპიროზე, ტენესი
#25 Cloud Artists Lounge რესტორანი
#26 თეთრი მეტროს კრამიტით მოპირკეთებული შხაპი, ჰადსონის ველი, ნიუ-იორკი
#27 აბაზანა ხედით გარემონტებულ თაუნჰაუსში, ედინბურგი, შოტლანდია
#28 ბინა პარიზში ეიფელის კოშკის განსაცვიფრებელი ხედით
#29 სალონი უზარმაზარი ფანჯრებით, გარშემორტყმული ტყის ხედებით, ბოუენის კუნძული ჰოუ საუნდში, კანადა
#30 მზიანი, თბილი და მცენარეებით სავსე სამზარეულო პატარა ქალაქ მორპეტში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისი
#31 ბრუკლინ ბრაუნსტოუნის სასადილო ოთახი
#32 სახლი განსაცვიფრებელი ხედით ასპენში, კოლორადო
#33 სასტუმრო ოთახი იორდანიაში
#34 გარემონტებული სველი ბარი 1910 წლის მწკრივ სახლში, სამხრეთ-ენდი, ბოსტონი, მასაჩუსეტსი
#35 ბატლერის საკუჭნაო ლურჯი კარადებით და ფრანგული ფანჯრით, სენტ-პოლი, მინესოტა
#36 მშვენიერი მზის ოთახი ბერლინში, გერმანია
#37 ორმაგი სიმაღლის მწვანე მისაღები ოთახი ქვის ბუხრით და უამრავი მცენარეებით, ვინიპეგი, კანადა
#38 სალონი სამხრეთ წყნარი ოკეანის ხედებით სოფელ მატანსასში, ოჰიგინის რეგიონი, ჩილე
#39 მიტოვებული სახლის განახლებული სამზარეულო “ტამჩენ” ჰაციენდაზე, იუკატანის მექსიკის ნახევარკუნძულზე
#40 სოფლის სამზარეულო მე-19 საუკუნის განახლებულ ფერმაში მენორკაში, ესპანეთის კუნძული ხმელთაშუა ზღვაში
#41 კაფე შუშის კედლებით, რომელიც გთავაზობთ ოკეანის ულამაზეს ხედებს იოსუში, სამხრეთ ჯეოლას პროვინციაში, სამხრეთ კორეა
#42 თაღოვანი ჭერის მისაღები ოთახი ჩაშენებული წიგნების თაროებით, ტუდორის აღორძინების სახლში, ლოს ფელიზი, ლოს ანჯელესი
#43 ფოიე აივნით იტალიურ რეზიდენციაში, სანტა მონიკა, ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია
#44 მილა კუნისის მისაღები ოთახი
#45 თეთრი და მწვანე კრამიტით მოპირკეთებული აბაზანა ბერლინში, გერმანია
#46 მყუდრო ბოჰემური სამზარეულო ბინაში კოლუმში, ნიდერლანდები
#47 არათანაბრად დაყენებული ხელნაკეთი ფილები 1870-იანი წლების განახლებული იტალიური ქალაქური სახლის აბაზანაში, წყნარი ოკეანის სიმაღლეები, სან ფრანცისკო
#48 გარემონტებული სამზარეულო მაღალი ჭერით, 1950-იანი წლების რანჩოს სახლში, კალიფორნია
#49 ორმაგი სიმაღლის ღია საცხოვრებელი ფართი სიმწვანეთა ნაზავით, ბრაზილია
#50 ბნელი საძინებლის დიზაინი ლვოვში, უკრაინა
აბა, რომელი ოთახი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ან თუ მოგინდათ, რომელიმე მათგანში ცხოვრება? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!