წარმოიდგინეთ, რას იყენებთ ყოველდღე ჭურჭლის გასარეცხად. მწარმოებლები სარგებლობენ იმით, რომ ცოტა ადამიანმა იცის სარეცხი საშუალების რთული შემადგენლობის შესახებ და ამიტომ ისინი ლამაზი შეფუთვით წარმოგვიდგენენ ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების მთელ წყებას.
ხშირად შეძენილი ჭურჭლის სარეცხი საშუალებები ალერგიის, დერმატიტის და სხვა სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება. უფრო მეტიც, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანაა მწარმოებელი და რა ფასი აქვს პროდუქტს: ასეთ სითხეებს ხშირად ერთი და იგივე შემადგენლობა აქვთ.
მაგრამ სიტუაცია არც ისე უიმედოა – გამოიყენეთ სახლში მომზადებული საშუალება და სარეცხი საპნის საფუძველზე ქაფიანი გელის დაამზადეთ.
ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი ქაფის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 25 გრ სარეცხი საპონი
- 0,5 ლ ცხელი წყალი
- 4 ს. კ. გლიცერინი
- ერთი ს. კ. არაყი
მომზადება
საპონი გახეხეთ სახეხზე, ნაფხვენები კი დაალბეთ ცხელი წყლით. შემდეგ საპნის ნარევი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და გააცხელეთ სანამ საპონი მთლიანად არ დაიშლება. თან მუდმივად ურიეთ. გაციებულ მასას დაუმატეთ არაყი და გლიცერინი. ნარევს გაუჩნდება ქაფი, რომელიც უნდა მოაშოროთ, დარჩენილი სითხე კი დისპენსერიან კონტეინერში ჩაასხათ.
პროდუქტი თავიდან ბევრად თხევადი გამოდის, მაგრამ ცოტა ხნით თუ გააჩერებთ, გასქელდება და უფრო გელისმაგვარი კონსისტენციის გახდება. გარდა ამისა, გლიცერინის წყალობით ეს გელი არ აშრობს ხელებზე არსებულ კანს და ამავე დროს ეფექტურად უმკლავდება ჭურჭელზე არსებულ ცხიმს.
ამასობაში თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს საშუალება მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად ნაკლები ღირს, მაგრამ ეს იაფი და უვნებელი ინგრედიენტები ბევრად კარგია ოჯახის ბიუჯეტისთვის.
სცადეთ ამ ბუნებრივი ჭურჭლის სარეცხი გელის მომზადება და თან არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის!