უკრაინა, რომელშიც 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კვლავ განიცდის დამანგრეველ შეტევას. მსოფლიო მშფოთვარედ ადევნებს თვალს რუსეთის შეჭრის მე-8 დღეს, ხოლო სხვადასხვა ეროვნების ხალხი ისე ერთიანდება უკრაინის გარშემო, როგორც არასდროს. თითქმის მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ამ ერს და გმობს გაუმართლებელ ომს.
უკრაინამ გასულ წელს აღნიშნა დამოუკიდებლობის 30-ე წელი. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახალგაზრდა სახელმწიფოდ ჩანდეს, მას ათასწლიანი ისტორია აქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინამ ჩამოაყალიბა ძლიერი და პროგრესული ერი. მოქალაქეებს განუვითარდათ ეროვნული იდენტობის ძლიერი გრძნობა, ისინი მუდამ გამოხატავენ ერთგულებასა და სიყვარულს ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, არქიტექტურისა და ისტორიის მიმართ.
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რამდენად ლამაზია უკრაინა თავისი ბუნებით, მშენებლობებითა თუ ქუჩის ხელოვნებით. ინგლისურენოვანი გამოცემა Bored Panda აქვეყნებს ომამდელი უკრაინის 171 ლამაზ და თვალწარმტაც სურათს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანების გადაღებულია ქვეყანაში ვიზიტის დროს.
ჩვენ დღევანდელ სტატიაში 20 გამორჩეული სურათს წარმოგიდგენთ:
#1 კიევი, უკრაინა
#2 სიყვარულის გვირაბი, უკრაინა
#3 თავისუფლება ჩვენი რელიგიაა. კიევი, 2017 წელი
#4 მეცნიერთა სახლი – ლვოვი, უკრაინა
#5 სტანისლავის დიდი კანიონი ხერსონის მთებში, უკრაინა
#6 წმინდა ნიკოლოზის ეკლესია წყალზე
#7 კიევი, ვოზდვიჟენკას ოლქი, 2020 წლის სექტემბერი
#8 ეკლესია ვოევოდინში, ტრანსკარპათია, უკრაინა
#9 “შეინარჩუნე ურთიერთობა”. პოპასნა, დონბასი, უკრაინა
#10 Staryi Solotvyn, ჟიტომირის რეგიონი
#11 ნაძვის ხე სოფიევსკის მოედანზე, კიევი, უკრაინა
#12 უბრალოდ მეტროსადგური კიევში
#13 ბალიშების ქანდაკება კიევში
#14 სუდაკი, ყირიმი, უკრაინა
#15 ცასთან შერწყმული საოცარი შენობა კიევში
#16 პოტიომკინის კიბე ოდესაში
#17 დარნიცკის ხიდი #34 კიევში
#18 შემოდგომა უკრაინაში
#19 უჩვეულო გვირაბი “ზღაპარი” ოდესაში, უკრაინა
#20 კიევის არქიტექტურული სახე 1960-1980 წლებში: სანახაობრივი, უნიკალური და უცხო აგებულების შენობები
რომელი ფოტო მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.