მთავარი ურთიერთობები 15 რომანტიული კომედია, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა ნახო

15 რომანტიული კომედია, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა ნახო

by guramus

რა სჯობს საყვარელ ადამიანთან საღამოს გატარებას? თან თუ გარეთ ცივი წვიმა მოდის, ოთახში თბილა, რომანტიული განწყობაა და გულიც სიყვარულით არის სავსე.

მოამზადებთ გემრიელ ჩაის, ჩართავთ ტელევიზორს, ჩაეხუტებით საყვარელ ადამიანს და დაიწყებთ ამ 15 ფილმიდან რომელიმეს ყურებას. ბოლოს კი სტატიას მეგობარ წყვილებსაც გაუზიარებთ. მათაც ხომ უნდათ სასიამოვნო საღამოს გატარება? : )

 1. დედის დღე / MOTHER’S DAY

სადისტების ოჯახი ბრუნდება თავისი ბავშვობის სახლში რათა მისი ახალი ბინადრების და მათი მეზობლების ტერორი და დაშინება დაიწყოს.

2. ეგზოტიკური სასტუმრო “მერიგოლდი” / THE SECOND BEST EXOTIC MARIGOLD HOTEL

საუკეთესო ეგზოტიკურ “მარიგოლდის” სასტუმროს მხოლოდ ერთი ვაკანსია დარჩა. ეს სასტუმრო არ იქნებოდა ეგზოტიკური, რომ არ ჩაესახლებინათ ერთ ნომერში ორი უცნობი ადამიანი.

3. წინადადება / THE PROPOSAL

როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

4. შემთხვევითი ქმარი / THE ACCIDENTAL HUSBAND

რადიოში მომუშავე სიყვარულის გურუ, დოქტორი ემა ლოიდი დაარწმუნებს პატრიკ სალივანის საცოლეს, რომ იგი მიატოვოს მათ ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე. სალივანი გადაწყვიტავს, რომ მას ჭკუა ასწავლოს. მოვლენები იცვლება მაშინ, როდესაც იგი აღმოაჩენს რომ შეუყვარდა ადამიანი რომელმაც ცხოვრება დაუნგრია.

5. ელისაბედთაუნი / ELIZABETHTOWN

დრიუ ბეილორს ყველა უბედურება ერთად დაემართა – სამსახურიდან დაითხოვეს, შეყვარებულმა მიატოვა, მამა მოუკვდა.

6. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი / 10 THINGS I HATE ABOUT YOU

შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. სიყვარულია.

7. ისტერია / HYSTERIA

ვიქტორიანული ინგლისი, 1880 წელი. სამედიცინო სკოლის კურსდამთავრებული მორტიმერ გრენვილი იწყებს მუშაობას ექიმ დალრიმპლთან, რომელიც ცნობილია ლონდონში თავისი უნიკალური მკურნალობის მეთოდით. ცნობილი ექიმის პაციენტები არიან ქალები, ის მკურნალობას ისტერიას და მკურნალობის მეთოდია -ინტიმური მასაჟი. დალრიმპლის “ხელის” მეთოდის პოპულარობა იზრდება ასტრონომიული სისწრაფით და პაციენტების უზარმაზარ ნაკადთა გამკლავება სულ უფრო რთული ხდება. ახალგაზრდა და პროგრესული ექიმი პოულობს ამ პრობლემის დახვეწილ გადაწყვეტას.

8. გულთამპყრობელი / HEARTBREAKER

მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი “შეუსრულებელი მისიის” ხლართებში…

9. ქორწინების ჩვეულება / THE MARRYING MAN

მდიდარი პლეიბოი ჩარლი ქორწილის წინ მიემგზავრება მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, ლას ვეგასში ის გაიცნობს მომღერალს ვიკი ანდერსონს, რომელთანაც ღამეს გაატარებს. ვიკი განგსტერ ბაქსი მელოუნის “გოგოა” და როცა ის წყვილს საწოლში მიუსწრებს აიძულებს დაქორწინდნენ.

10. რეალური დენი / DAN IN REAL LIFE

დენი მარტოხელა მამაა, რომელმაც თავისი სიცოცხლე სამ ქალიშვილს შესწირა. ერთ მშვენიერ დღეს, ის წიგნების მაღაზიაში მარის გაიცნობს, რომლის გამოჩენის შემდეგაც მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება. მაგრამ სიხარული ცოტა ნაადრევია, რადგან აღმოჩნდება, რომ მარი მისი ძმის საცოლეა.

11. რომაული არდადეგები / ROMAN HOLIDAY

განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

12. სიყვარულის ამბავი / JET LAG

პარიზის აეროპორტში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ. უამინდობის და გადადებული რეისების გამო ისინი დიდ დროს გაატარებენ ერთად და გრძნობა გაუჩნდებათ.

13. საძაგელი კოიოტი / COYOTE UGLY

ნიჭიერი პროვინციელი გოგონა, რომელიც სიმღერების წერითაა გატაცებული, ნიუ-იორკის დასაპყრობად მოემგზავრება, მაგრამ სცენის შიში საშუალებას არ აძლევს მას, საკუთარი სიმღერები შეასრულოს.

14. მხოლოდ შენ / ONLY YOU

ფეიტს (მარისა ტომეი) სჯერა ბედისწერის და იმის, რომ ორი ადამიანი შეიძლება ერთამენეთისთვის იყოს დაბადებული.

15. სექსი მეგობართან / FRIENDS WITH BENEFITS

დილანს და ჯეიმის ტიპიური ჰოლივუდური რომანტიკული კომედიის მსგავსი ურთიერთობისაგან თავის არიდება სურთ, მაგრამ მალე ხვდებიან, რომ მათ მეგობრობაში სექსის დამატებით ყველაფერი უფრო რთულდება ვიდრე ეგონათ.