მთავარი საკითხავი რა უნდა ვიცოდეთ ჯვრის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ჯვრის შესახებ

by guramus


ჯვარი ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდეა და ხსნის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო საერთოსაკაცობრიო თვალსაზრისით ჯვარი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა. რომის იმპერიაში ხის ჯვარს სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღად იყენებდნენჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტე ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. 

 

    ლათინური ჯვარი  – ამ ჯვარს ხელებგაშილი ადამიანის ფორმა აქვს. ეს არის ყველაზე გავრცელებული ჯვრის ფორმა, რომელიც ასახავს იმ უდიდეს მსხვერპლს, რაც ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით გაიღო იესო ქრისტემ. მისი ჰორიზონტალური ღერძი, ვერტიკალური ღერძის ორი მესამედი ნაწილის ტოლია. როგორც ქრისტიანობის სიმბოლო იგი მეტად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში.

ბერძნული ჯვარი – ძველებური ჯვრის ფორმა თანაბარი სიგრძის ფრთებით.ადრექრისტიანულ პერიოდში ბერძნული ჯვარი ქრისტეს სიმბოლიკას წარმოადგენდა. საბერძნეთის ეროვნულ დროშაზე, ბერძნული თეთი ჯვარი ლურჯ ფონზე , პირველად 1820 წელს გამოჩნდა და მუსულმანთა მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1339 წლიდან შვეიცარიის დროშაზე გამოსახულია თეთრი ბერძნული ჯვარი წითელ ფონზე.
ასეთი უბრალო ფორმის ჯვარი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც მზის ღმერთისა და წვიმის ღმერთის სიმბოლო, პრეისტორიულ პერიოდში ბერძნული ჯვარი სამყაროს შემადგენელ ელემენტებს – ჰაერსმიწას ცეცხლსა და წყალს განასახიერებდა.

 
ჯვარიალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოებით კომბინირებული ლათინური ჯვარია. ეს ჯვარი მიგვანიშნებს, რომ იესო ქრისტე, მართალია, ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ევნო, მაგრამ იგი სამარადჟამოდ მეფობს.

აღმოსავლური ჯვარი -ამ ჯვარს სხვაგვარად „წმიდა ლაზარეს ჯვარს“ უწოდებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ჰორიზონტალური ზედა ძელი განასახიერებს ქრისტეს თავს , ზემოთ პილატე პონტოელის ბრძანებით გაკეთებულ წარწერას ,,იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე. ჰორიზონტალური დახრილი ძელი კი ფეხის დასადგამის სიმბოლოა.

ჯვრის  ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზი,  აერთიანებს, ორ ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას, სიყვარულსა და რწმენას .

A.E