მთავარი ადამიანები რატომ ამბობს ბრედ პიტი უარს შხაპის ხშირად მიღებაზე – შვილები მას “სუნიან მამას” ეძახდნენ, ანჯელინა კი აიძულებდა, შხაპი მიეღო

რატომ ამბობს ბრედ პიტი უარს შხაპის ხშირად მიღებაზე – შვილები მას “სუნიან მამას” ეძახდნენ, ანჯელინა კი აიძულებდა, შხაპი მიეღო

by lana

ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავებს პაპარაცები უჩვეულო ფორმით აფიქსირებენ. როგორც წესი, ისინი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ და შესანიშნავად გამოიყურებიან. თუმცა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ბევრი მათგანი მოუწესრიგებელია და ჰიგიენური ნორმების დაცვას ყურადღებას არ აქცევს. როგორც გაირკვა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს, ბრედ პიტს შხაპის მიღება არ უყვარს და აბაზანას იშვიათად სტუმრობს.

მსახიობი, ფაქტობრივად, პირად ჰიგიენას უგულებელყოფს. ბევრისთვის ჰოლივუდის ეს ვარსკვლავი სტილისა და სილამაზის სტანდარტად ითვლება. ეკრანზე იდეალურად გამოიყურება და დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. თუმცა, ცნობილია, რომ მან ოჯახის წევრებსა და კოლეგებს სხვა მიმართულებითაც დაამახსოვრა თავი. როგორც მსახიობის ახლობლები ამბობენ, ბრედ პიტს შეუძლია, საჯაროდ, სრულიად მოურიდებლად ცხვირი და ყურები მოიქექოს. მაგრამ, ყველაზე გამორჩეული მაინც მისი სურნელია. ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ მის გვერდით ყოფნა, უსიამოვნო სუნის გამო, ფაქტობრივად, წამებაა.

ვარსკვლავი ბევრს მუშაობდა, ექვსი შვილის აღზრდაში მონაწილეობდა და როგორც ამბობენ, თავს იმით იმართლებდა, რომ ჰიგიენის შესანარჩუნებლად საკმარისი დრო არ ჰქონდა. ანჯელინა ჯოლიმ ერთხელ თქვა, რომ ქმარს აბაზანაში შესვლას აიძულებდა. ბავშვები კი მას “სუნიან მამას” ეძახდნენ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ იმის გამო, რომ ბრედ პიტი აბაზანას არ იღებდა, ანჯელინა ჯოლიმ მეტსახელად ხუმრობით “კაცი მეცხვარე ძაღლის სუნით” შეარქვა

ერთხელ ბრედ პიტმა თქვა: “თუ გაოფლიანებული ხართ და შხაპის მიღების დრო არ გაქვთ, უბრალოდ აიღეთ ბავშვის სველი ხელსახოცი და გაიწმინდეთ.”

სხვათა შორის, მსახიობი იმასაც ამბობდა, რომ საპნის გამოყენება არ მოსწონდა, რადგანაც მას უსარგებლო, ტოქსიკურ ნივთად თვლიდა.

მსახიობმა ჯეისონ პრისტლიმ პიტის ეს უჩვეულო თვისება ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდობაში მსახიობები მეგობრობდნენ და კარიერას ერთად იწყებდნენ. 1980-იანი წლებში ქასთინგებზე ერთად დადიოდნენ, საღამოობით ერთობოდნენ და ისვენებდნენ.

მსახიობი იხსენებს, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა შხაპის მიღების გარეშე. ჯეისონ პრისტლი ირწმუნება, რომ ბრედ პიტი ყოველთვის იმარჯვებდა…

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გართობების შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ბრედ პიტს ეს ჩვევა დღემდე გამოჰყვა. მეტიც, მსახიობი შხაპის მიღებაზე უარს სრულიად გაცნობიერებულად ამბობს. პიტი თვლის, რომ ხშირი დაბანა თმასა და კანს აზიანებს და დაბერების პროცესს აჩქარებს.

წყარო: https://mshoblebi.ge/