მთავარი საკითხავი ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია…“ – რა მიმართვას ავრცელებს პატრიარქი

ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია…“ – რა მიმართვას ავრცელებს პატრიარქი

by dato

პატრიარქი მრევლს აძლევს კურთხევას, მარიამობის მარხვაში წაიკითხონ შემდეგი ლოცვები, ნებისმიერ დროს:

„მარიამობის მარხვაში გეძლევათ ლოცვა–კურთხევა, როგორც კი დაგრჩებათ თავისუფალი დრო, წაიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვები

„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ…

ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას… ყოველთვის წაიკითხეთ. ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია” – ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.