მთავარი საკითხავი რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ? bm.ge

რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ? bm.ge

by dato

18 თებერვალს, UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.

ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.

ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის და Yahoo Sport-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.

წყარო: bm.ge