მთავარი რჩევები “ყოველთვის მიყვარდა ძილის წინ ბანაობა და შემდეგ სველი თმით დაძინება, სანამ ეს ინფორმაცია არ წავიკითხე. თურმე როგორ ვაზიანებდი ჩემს ჯანსაღ თმას!”

“ყოველთვის მიყვარდა ძილის წინ ბანაობა და შემდეგ სველი თმით დაძინება, სანამ ეს ინფორმაცია არ წავიკითხე. თურმე როგორ ვაზიანებდი ჩემს ჯანსაღ თმას!”

by guramus

ბევრი ჩვენგანი ძილის წინ ბანაობს და სველი თმით იძინებს. დერმატოლოგების მტკიცებით, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. შედეგი ბევრად მძიმე შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

პრინციპი მარტივია. როდესაც სველი თმით ვიძინებთ, კანზე რჩება წყლის მოლეკულები, რომლებიც აზიანებს სკალპს. დაზიანებული თავის კანი კი ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გთავაზობთ 7 დაავადებას, რომელიც შეიძლება დაგემართოთ, თუ სველი თავით დაძინებას არ შეწყვეტთ.

თმა იმტვრევა

სველი თმა მეტად რბილია და მსხვრევადია. გირჩევთ კარგად გაიშროთ თმა, სანამ დაიძინებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ღერები სიჯანსაღეს დაკარგავს და დაიმტვრევა.

თმა შეშდება

დილით შეუძლებელია დავარცხნა. ამის გამო ვიყენებთ თმის საშრობებს, რომლებიც მეტად აზიანებს მას. გირჩევთ სველი თმა დაივარცხნოთ და გაიშროთ.იწყება თავის ტკივილი

როგორც ზემოთ გითხარით, ბანაობის შემდეგ იზრდება სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და იწევს არტერიული წნევა. შედეგად, იწყება თავის ტკივილი.

ჩნდება კანის დაავადებები

რისკი იმისა, რომ კანზე მუნი და სხვადასხვა დაავადებები გაჩნდეს, ძალიან იზრდება. წყლის მოლეკულები ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების საუკეთესო გარემოა.

კუნთების ტკივილი

თუ არ გსურთ, რომ ძილში სახის კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ, გირჩევთ ძილის წინ კარგად გაიშროთ თმა და ისე დაიძინოთ.