მთავარი რჩევები ხაჭოს დიეტის 4 ვარიანტი, დაიკელით წონაში გემრიელი მეთოდებით – მინუს 12კგ 20 დღეში

ხაჭოს დიეტის 4 ვარიანტი, დაიკელით წონაში გემრიელი მეთოდებით – მინუს 12კგ 20 დღეში

by guramus

დიეტოლოგების აზრით, ხაჭოს დიეტა ყველაზე გემრიელია. მისი დაცვა ძალიან მარტივია, რადგან ფაქტობრივად არ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა.

როგორც მოგეხსენებათ, ხაჭო ერთერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია.

ხაჭო-მაწვნის დიეტა

დაგჭირდებათ 500 გრ ხაჭო და 2 ქილა მაწონი (დაახლ. 1 ლიტრი). პორცია 5 ნაწილად გაყავით და მიიღეთ დღის განმავლობაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ 3 ლიტრამდე წყალი დალიოთ. დიეტა თვეში ერთხელ 3-დან 5 დღემდე უნდა დაიცვათ.

ხაჭო-ვაშლის დიეტა

აიღეთ 300 გრ ხაჭო და 3 ცალი ვაშლი. უმჯობესია თუ ვაშლი იქნება გამომცხვარი. გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. დიეტის ხანგრძლივობა 3 დღეა. გარდა გახდომისა, ამ მეთოდით კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც მოაგვარებთ.

ხაჭოსა და ხილის დიეტა

გასახდომი ხილის სია ასე გამოიყურება: ანანასი, გრეიფრუტი, ვაშლი, ფორთოხალი. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 1 კილო ხილი. შეგიძლიათ 4-ვე ხილი აიღოთ და სალათა მოამზადოთ. ასევე 300 გრ ხაჭო და დაიცავით 7 დღე. წყალი სასურველია 3 ლიტრი დალიოთ.

ხაჭო-ბანანის დიეტა

დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 500 გრ ხაჭო და 6 ცალი საშუალო ზომის ბანანი. დიეტა მდიდარია კალიუმით, ამიტომ აქტიური დღის რეჟიმის დროს ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ფაქტიურად არ იგრძნობთ დაღლილობას.