რატომ ჰყავს ყველა კაცს ის ერთადერთი ქალი, რომელიც არასდროს დაავიწყდება

by guramus

რატომ არის ყველა მამაკაცის ცხოვრებაში ისეთი ქალი რომელიც არასოდეს ავიწყდება? “ის ერთადერთი ქალი, რომელიც წავიდა” მაგრამ მუდამ მათ სასიყვარულო ისტორიას კვალად გასდევს? ყველაფერი მარტივადაა  – ჩვენ ხომ კაცები ვართ და ყველაფერი დედა**ლი საუკეთესოთ გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვერკვევით მოდის საკითხებში.

ჩვენს პირად სასიყვარულო ცხოვრებას დროდადრო დაატყდება ხოლმე ჩვენივე სისულელეების რისხვა.

სანამ პასუხს გავცემდეთ შეკითხვას თუ რატომ არსებობს ყველა კაცის ცხოვრებაში ისეთი ქალი რომელიც მისგან წავიდა და ის ვიღაც მას შემდეგ მოსვენებას არ აძლევს, ჯერ გავარჩიოთ ტერმინების მნიშვნელობა.

როგორც ასეთი ამ სიტყვებით იმ ადამიანის აღსაწერად ვიყენებთ რომელიც ყოფილი შეყვარებული იყო, რომელთანაც წარსულში ოდესღაც სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ ნებისმიერი რა, მნიშვნელობა არ აქვს რა არის ეს, ჯერ შენი უნდა იყოს, რომ დაკარგო. ან შესაძლოა ის არც არასდროს არ წასულა შენგან, რადგან არც არასდროს გყოლია , ან არც არასდროს ყოფილა შენი.

მართალია ის წავიდა, მაგრამ ვიღაც რიგითი არ ყოფილა, სწორედ ის იყო რომლის გვერდითაც ყველაფერს სხვაგვარად აკეთებდით, რომელთანაც ალბათ დარჩნილ ცხოვრებას გაატარებდით.

მიზეზები დეტალებშია – ალბათ არ უწყობდით ხშირად სიურპრიზებს, არ ურეკავდით ხშირად, ყურადღებას არ აქცევდით და ა.შ. შესაძლოა მიზეზი რაღაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ისეთი რომლის მიტევებაც ვერ შეძლო, მაგალითად ტყუილი, ღალატი …

მოკლედ თუ ისევ გენატრება იმ ქალთან ყოფნა რომლის გვერდით აღარ ხარ – დიდი ალბათობით შენი ბრალია ვინც შეცდომა დაუშვა. ყოველ შემთხვევაში, თუ შენ არ მიგიქარია და პირიქით შენ მოგატყუეს, საეჭვოა გენატრებოდეს მატყტუარა ადამიანის დაბრუნება შენს ცხოვრებაში.

ხშირ შემთხვევაში მიზეზი უსაფრთხოების შეგრძნების სიყალბეა, რის გამოც ქალს ვუშვებთ ხელიდან. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი კომფორტიც დამღუპველია. ეს მაშინ ხდება როდესაც ამის ფასს ვერ ვაცნობიერებთ და აღვიქვავთ თითქოს ნაჩუქარს. ეს ყველაფერი ყველაზე ხშირად შეყვარებულთან ან ყოფილ შეყვარებულთან.

ამის გამოა რომ ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მამაკაცის გონებაში “ის ერთადერთი ქალი” ხანგრძლივად რჩება. რაღაცის ფასს მისი დაკარგვის შემდეგ ხვდები, ცოტა ბანალურია არა? შესაძლებელია ყოფილი შეყვარებულის რაღაც რაღაც თვისებები ცოტა გალამაზებულად გვახსოვდეს. სინამდვილეში სულ სხვანაირი ყოფილ იყო. შესაძოა ხშირად ჩხუბობდით, ან რაღაც რაღაცეები საშინლად გაღიზინებდათ. მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგვის შემდეგ უმნიშვნელოდ გეჩვენება. ნებისმიერი დანაკარგი ცხოვრებაში მძიმეა, განსაკუთრებით რთულია როდესაც ადამიანებს ეხება საქმე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ