მთავარი ურთიერთობები ქალების ხასიათი სისხლის ჯგუფების მიხედვით

ქალების ხასიათი სისხლის ჯგუფების მიხედვით

by guramus

ადამიანების ხასიათის უამრავი კვლევა არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული ზოდიაქოს ნიშნებით კვლევაა. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ უამრავ ქვეყანაში ადამიანების ზოგადი ხასიათების გამოკვეთას სისხლის ჯგუფებითაც ცდილობენ. იაპონია და კორეა ამგვარი კვლევების ყველაზე კარგი მაგალითებია. არსებობს მოსაზრება, რომ იპონელების ნაწილი სამსახურში თანამშრომლებს სისხლის ჯგუფის გათვალისწინებით არჩევს.

I ჯგუფი

ამ ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონები განსაკუთრებულად ტემპერამენტიანები არიან. ამბობენ, რომ რთულია მათი მოხიბვლა, მაგრამ თუ ეს ვინმემ შეძლო, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი ჯილდო ჩაიგდო ხელთ. ყველაფერთან ერთად, ასეთი ქალბატონები საოცრად ეჭვიანები არიან. მათ ზუსტად იციან რა უნდათ თავიანთი რჩეულისგან. დაიხარჯებიან ბოლომდე, გააკეთებენ ყველაფერს, ეცდებიან გახადონ საყვარელი მამაკაცი ყველაზე ბედნიერი, მაგრამ პარალელურად, მაქსიმალურად გააკონტროლებენ მას.

სწორედ ასეთი თვისებების გამო აღწევენ ისინი მიზანს და არიან წარმატებულნი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სასიყვარულო ამბებში.

II ჯგუფი

ამბობენ, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონები იდეალური ცოლები და მეოჯახეები არიან. მათ კარგად ესმით პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერმა საქმემ შეიძლება  დააკისროთ. არიან საჭიროზე მშვიდებიც კი:- ურჩევიათ, იყვნენ ჩრდილის ქვეშ და მშვიდად.  ნაკლებად ეჭვიანობენ და ერიდებიან კონფლიქტს.

III ჯგუფი

ქალბატონები, რომლებიც მარტოობისკენ არიან მიდრეკილნი, სწორედ ამ ჯგუფში ერთიანდებიან. არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ კომუნიკაცია. პირიქით, ისინი დიდ კოლექტივშიც იდეაურად გრძნობენ თავს, თუმცა, არჩევანი თუ დადგა, ხალხმრავალი ადგილებიდან აუცილებლად გაიჯახუნებენ კარს.

უყვართ წვეულებები და ადგილები, სადაც ექნებათ საშუალება, იყვნენ ყურადღების ცენტრში. მაგრამ მხოლოდ დროებით და იშვიათად.

IV ჯგუფი

ოთხ ჯგუფს შორის, ამ სისხლის მქონე ქალბატონები ყველაზე მოსიყვარულეები არიან. თუმცა, მათი პრობლემა ზედმეტად მიმნდობი და გაუბედავი ხასიათია. უყვართ, მაგრამ არ შეუძლიათ აღიარება. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, არიან პატიოსნები, მორიდებულები და მშვიდები.მათი გულწრფელობა და დამყოლი ურთიერთობებში ყველაფერს აფუჭებს.