როგორია მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალი

by guramus

ამერიკელმა სოციოლოგებმა შემთხვევითი წესით სხვადასხვა ასაკის (21-61)  735 მამაკაცი გამოიკითხეს. კითხვა იყო მარტივი: თქვენი აზრით, როგორია იდეალური ქალი?

  1. ქალი არ უნდა დგამდეს პირველ ნაბიჯს: როგორ აღმოჩნდა, მამაკაცები ნამდვილად არიან დომინანტები. მათი აზრით, ქალი  ბოლომდე სუსტი არსება უნდა იყოს. ეს ფაქტი მათ უფრო აღაგზნებთ და უქმნით შთაბეჭდილებას, რომ ლიდერები არიან ყველგან და ყველა საკითხში.
  2. ქალი უნდა უვლიდეს თავს: ამ ერთი შეხედვით მარტივმა მოსაზრებამ გამოკითხულო კაცების უმეტესი ნაწილი მოიცვა.
  3. არ უნდა იცვლიდეს ხშირად პარტნიორს: ამგვარი პასუხი ამერიკელი მამაკაცებისგან, მეტწილად გასაკვირიც აღმოჩნდა. მათ თითქოსდა ზედმეტად თავისუფალი ქალებიც კი მოსწონთ.
  4. მამაკაცი აქციოს თავდაჯერებულად: ქალს უნდა შეეძლოს მართოს მამაკაცის ემოციები, განცდება და გონება. როგორც აღმოჩნდა, ძლიერი სქესი რეალურად სულაც არ არის ძლიერი და ხშირად მათაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება.
  5. იყოს სექსუალური: ქალის სექსუალურობა მხოლოდ საძინებელი ოთახით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ის ერთნაირად უნდა იყოს მიმზიდველი სამზარეულოში, ქუჩასა და საძინებელ ოთახში.
  6. იყოს ყურადღებიანი: როგორც წესი, მამაკაცები ცდილობენ ქალების განებივრებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერ სქესს არ სჭირდება სიურპრიზები.
  7. იყოს იდუმალი: ქალი ურთიერთობაში კითხვებს ყოველთვის უნდა ტოვებდეს,  მამაკაცს მისდამი ინტერესი რომ არ დაეკარგოს. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, ახალ პარტნიორს და სხვა სასიყვარულო ურთიერთობებს.
  8. შეეძლოს ნამდვილი სიყვარული: იდეალური ქალი დიდ სიყვარულს უნდა გასცემდეს და სანაცვლოდაც იღებდეს მას.

 

0

ასევე დაგაინტერესებთ