მთავარი ურთიერთობები 8 რამ, რაც სექსზე ინტიმურია – რჩევები ახალი წყვილებისთვის

8 რამ, რაც სექსზე ინტიმურია – რჩევები ახალი წყვილებისთვის

by guramus

სიახლოვე მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა არ არის. ზოგიერთ ადამიანს მაშინვე სექსი ახსენდება, თუმცა სულიერი სიახლოვე უფრო მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც პარტნიორთან ფიზიკურ და სულიერ დაახლოებაში დაგეხმარებათ.

1. უთხარით, რომ ძალიან ლამაზია

ამით მის ნდობას მოიპოვებთ. მართლაც რა უნდა იყოს იმის მოსმენაზე უკეთესი, რომ შენი საყვარელი ადამიანი ულამაზესად გთვლის?!

2. სასიყვარულო წერილი მისწერეთ

მთავარია იყოთ გულწრფელი და თქვენს წერით ნიჭს ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება. ნებისმიერ ადამიანს აბედნიერებს როცა სიყვარულში უტყდებიან. ეს პერიოდულად და მუდმივად უნდა გააკეთოთ.

3. თუნდაც ერთხელ ერთად იმოგზაურეთ

ეს შესანიშნავი საშუალებაა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და მეტად დაახლოვდეთ. მოგზაურობისას ადვილად ამჩნევთ როგორ იქცევა სხვადასხვა სიტუაციებში და უცხო გარემოში.

4. იზრუნეთ მასზე, როცა ავადაა და ნება მიეცით თქვენზე იზრუნოს, როცა გიჭირთ

თუ ადამიანის დაახლოება გსურთ, მიეცით ნება იყოს თქვენზე მზრუნველი. ყველა ადამიანში არის მშობლის მზრუნველობის ინსტიქტი. ეს გრძნობა კი მაშინ ძლიერდება, როცა ვინმე ძალიან გვიყვარს. ამიტომ თუ პარტნიორს თქვენზე ზრუნვა სურს, ნიშნავს რომ ძალიან უყვარხართ.

5. მასთან დაიძინეთ (სექსის გარეშე)

არ არის აუცილებელი სექსით იყოთ დაკავებული როცა ერთად წევხართ. უბრალოდ ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ისიამოვნეთ ერთმანეთის სურნელით, ნაზად მოეფერეთ, შეისწავლეთ ახლოდან.

6. ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად და დიდხანს უყურეთ თვალებში

თვალები სულის სარკეა. ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ ეს ფრაზა. მართლაც ასეა. ჩახედეთ ერთმანეთს თვალებში. შეისწავლეთ ერთმანეთის მზერა და მომავალში ძალიან გაგიადვილდებათ ურთიერთობის აწყობა.

 

7. მისი ოჯახის წევრების გაცნობა

ამ შემთხვევაში ეშმაკობას მიმართეთ. თუ გაინტერესებთ როგორი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანი 50 წლის ასაკში, მის მშობელს დააკვირდით. როგორც წესი, გოგონები დედებს ემსგავსებიან და ბიჭები მამებს. ამიტომ მარტივად შეგიძლიათ შეიქმნათ წარმოდგენა.

8. არაფერი გააკეთოთ

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა შეგიძლია იჯდე, უყურო საყვარელ ადამიანს და არაფერი აკეთო. უბრალოდ დატკბე მისი ყურებით. თუ ისეთ ქალს შეხვდებით, ვის გვერდითაც ხმაამოუღებლად წოლა გსიამოვნებთ და თავს კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ყველაფერში და ყოველთვის თავისუფლად იქნებით.