მთავარი ურთიერთობები 3 ფრაზა, რომელიც სწრაფად გააბათილებს ნებისმიერ კრიტიკას

3 ფრაზა, რომელიც სწრაფად გააბათილებს ნებისმიერ კრიტიკას

by guramus

არ არსებობს უნაკლო ადამიანი , ამიტომაც ვიღაც ყოველთვის შეეცდება თქვენს კრიტიკას. ყოველთვის კრიტიკას ვერ გაექცევი , მაგრამ შეგიძლია კრიტიკა გაკვეთილად აქციო და მისგან რაღაც ისწავლო.

 

აი, 3 ჯადოსნური სიტყვა

თქვით ”კი”!

 

კრიტიკის დროს არ აყვეთ ემოციებს, ვინც გაკრიტიკებთ ის თქვენგან შეწინააღმრდეგებას ელის ამიტომ უმჯობესია უბრალოდ დათანხმდეთ მას . როდესაც იგი კამათის ნაცვლად გაიგონებს სიტყვას ”მადლობა” და ”კი” ყველაფერი გაბათილდება.

 

”მაგრამ”…

ყოველთვის პრეტენზიები ჩვენ მიერ სიტუაციის გაგებას არ ემთხვევა , ამიტომ კარგია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტური ინფორმაცია და არა თავის გამართლების მცდელობა. ასე ჩვენი თანამოსაუბრე მიხვდება რომ ჩვენ მომხდარის გააზრება გვინდა. რეალურად, ადამიანი მზადაა მიიღოს ყველაფერი თუ მას აუხსნიან მიზეზებს. ეს შესაძლებლობას მისცემს სხვას , სხვა თვალით შეხედოს მომხდარს და გაითვალისწინოს თქვენი მოსაზრება.

 

”მოდით…”

როდესაც ჩვენ მოვისმინეთ სხვისი აზრი და დავაფიქსირეთ საკუთარი , აუცილებელია მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება . სიტყვა ”კი , მაგრამ მოდით ” გვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია რომ პრეტენზიების მოსმენა რთულია, მითუმეტეს ჩვენ სასარგებლოდ . ზოგიერთი ადამიანი კრიტიკის შემდეგ ურთიერთობასაც კი წყვეტს. მაგრამ რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო შეუძლია მას დაინახოს საკუთარი შეცდომა და მიიღოს კრიტიკა. ის მიხვდება რომ შესაძლოა შეცდეს. რაც უფრო ნაკლებად გვეშინია შეცდომის დაშვების მით უფრო ნაკლებად ვიძაბებით კრიტიკის დროს. თუ კი ჩვენ კრიტიკას წყნარად შევხვდებით და დავუკვირდებით მივიღებთ სასარგებლო ინფორმაციას და დავუახლოვდებით ადამიანს რომელიც გვაკრიტიკებს . მაშასადამე , განვიცდით პროგრესს.

 

D.T.