მთავარი ურთიერთობები ვინ უფრო ხშირად ღალატობს – ქალი თუ მამაკაცი?

ვინ უფრო ხშირად ღალატობს – ქალი თუ მამაკაცი?

by guramus

სოციოლოგებმა დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში გამოკითხვა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ღალატი ერთგულებაზე ხშირია. ჩვენ ამ სტატიაში წამოგიდგენთ რამდენიმე პოპულარულ მითს რაც ღალატის შესახებაა.

აი, ეს მითები:

1. ღალატი და გვერდზე რომანები მდიდარ განვითარებულ ქვეყნებში უფრო ხშირია, ვიდრე კონსერვატიული კულტურის ქვეყნებში.

აღმოჩნდა, რომ დამკვიდრებული აზრის წინააღმდეგ, ნაკლებუზრუნველყოფილი ქალბატონები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე მდიდარი, განებივრებული ქალბატონები. ამასთან, 1953 წელს, როცა ამერიკა, დღევანდელთან შედარებით, სექსუალურად გაცილებით ნაკლებად თავისუფალი იყო, მამაკაცთა 50% ღალატობდა კანონიერ ცოლს.

2. თუ მართლა გიყვართ პარტნიორი, მისი ერთგულიც ხართ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ღალატობენ არა იმიტომ, რომ აღარ უყვართ თავიანთი პარტნიორები, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ვინმესთან უნდათ სექსი.

3. ღალატში ყველა ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ.

დღეს, როცა ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ისმის კითხვა, ითვლება თუ არა ღალატად ეროტიკული მიმოწერა ან ვიდეორგოლის ნახვა. გამოკითხვის მონაწილეებმა ამ საკითხზე სრულიად სხვადასხვაგვარი აზრი გამოთქვეს.

4. თქვენი პარტნიორი გვერდზე არ დაიწყებს თავგადასავლების ძიებას, თუ სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება გაქვთ
.

თითქმის ყველა მონაწილემ აღიარა, რომ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ უღალატია პარტნიორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.

5. ოჯახურ წყვილთა უმეტესობა ერთმანეთს არ ღალატობს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მონოგამიისთვის იბრძვის, წყვილთა უმრავლესობისთვის ექსკლუზიური სექსუალური ურთიერთობების მოლოდინი მიუღებელია. სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ იქნებ წყვილებმა ურთიერთობის სხვა მოდელებიც უნდა გამოსცადონ. გამოკითხვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პარტნიორებთან გულწრფელი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყვნენ, როცა ქალი და მამაკაცი თავიანთი სექსუალური სურვილების თავისუფლად გამოხატვას შეძლებენ.

დაბოლოს, საინტერესოა, ვინ უფრო ხშირად ღალატობს მეორე ნახევარს. არავისთვის სენსაციური არ ყოფილა, რომ პირველობა არავის დაუთმეს ფრანგებმა და მათ კვალდაკვალ მიჰყვნენ იტალიელები. ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მესამე ადგილი ბელგიელებმა დაიკავეს. მათ ეს ესპანელებმა დაუთმეს და თავად მეოთხეზე გადაინაცვლეს.

სოციოლოგების აზრით, ბელგიელების „წარმატება“ იმით აიხსნება, რომ მათთან „უწყინარი თავგადასავალი“ აღარ არის ოჯახის დანგრევის საბაბი. გღალატობენ? მერე რა?! თქვენც იმავეთი უპასუხეთ! ახლა საყვარლის ყოლა, პრაქტიკულად, ნორმა და საუკეთესო ანტიდეპრესანტია. დიახ, ასე ფიქრობენ და ხუმრობენ უცხოელი სოციოლოგები და იმედია, არც მკითხველი აღიქვამს ყველაფერს სერიოზულად.