მთავარი ურთიერთობები 5 შემთხვევა, როდესაც ქალს ტყუილი უნდა უთხრათ

5 შემთხვევა, როდესაც ქალს ტყუილი უნდა უთხრათ

by guramus

29არსებობს მომენტები, როდესაც აუცილებელია მოიტყუო, რადგან ტყუილი სასიკეთოა. ზოგჯერ სიმართლის დამალვით ორი შესაძლებელი ვარიანტიდან ნაკლებად ბოროტს ირჩევ. გთავაზობთ სიტუაციებს, რა დროსაც უკეთესია მოატყუოთ საყვარელ ქალს, ვიდრე სიმართლე უთხრათ.

მოგწონს ჩემზე ზრუნვა, როდესაც ავად ვარ?

არსებობს ადამიანების ორი ტიპი. ერთნი ავადმყოფობას ფეხზე ხვდებიან და მეორეები ლოგინში წვებიან. თუ თქვენი გოგონა მეორე კატეგორიაშია და პატარა გაციებაზეც ლოგინში წვება და სურს მასზე იზრუნოთ, ნუ ეტყვით რომ ძალიან მომაბეზრებელია მასზე ზრუნვა. მოატყუეთ რომ ამას სიამოვნებით აკეთებთ.

ჩემი ტირილი შენზე ცუდად მოქმედებს?

როდესაც გოგო ტირის და ამას თქვენს თვალწინ აკეთებს, გამოდის რომ უნდა მიგახვედროთ თავისი ცუდი განწყობის შესახებ. ამიტომ გირჩევთ ყურადღებით მოუსმინოთ, დაამშვიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ საუბარი სხვა თემაზე.

თვლი რომ ყოველდღე მჭირდება შეღებვა?

ნუ ეტყვით რომ კოსმეტიკის გარეშე არ გამოიყურება მიმზიდველად. აგრძნობინეთ რომ ბუნებრივადაც ძალიან ლამაზია.

თვლი რომ ჩემი დაქალი “ცხელი” გოგოა?

ამ კითხვაზე პასუხისთვის დიდი სიფრთხილეა საჭირო. იდეალური პასუხი იქნება – “კი, არაუშავს, მაგრამ “ცხელი” ნამდვილად არ არის.

მოგწონს ჩემს მშობლებთან სტუმრობა?

თუ შენს რჩეულს ძალიან უყვარს თავის მშობლებთან სტუმრობა, შენც მოგიწევს ხშირად ესტუმრო მათ. ნუ აგრძნობინებ რომ ძალიანაც არ გეხატებიან გულზე მისი მშობლები. ამით მას ძალიან გაანაწყენებ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: