მთავარი ურთიერთობები კარგი მშობლები ყოველდღე უნდა უმეორებდნენ შვილებს ამ ფრაზებს

კარგი მშობლები ყოველდღე უნდა უმეორებდნენ შვილებს ამ ფრაზებს

by guramus

როდესაც საქმე შვილების აღზრდას ეხება, თითოეული სიტყვა თუ ქმედება წინასწარ უნდა იყოს აწონილი. არასწორმა რჩევამ ან ახნამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკაც. ფსიქოლოგები გამუდმებით უმეორებენ მშობლებს, რომ ისინი მეგობრები უნდა იყვნენ საკუთარი შვილების და დაეხმარონ სამყაროს უკეთ შეცნობაში.

იმისათვის, რომ თქვენი შვილი მუდამ ბედნიერი იყოს და საკუთარი მაგალითით ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა, საუბარში ხშირად გამოიყენეთ შემდეგი ფრაზები:

მე შენ გენდობი.

ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას მშობლების მხარდაჭერა აქვს.

მე დარწმუნებული ვარ შენს შესაძლებლობებში

არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ ის ამას ვერ გააკეთებს

შენ ამის გაკეთება შეგიძლია, არ დანებდე

არასდროს დაუკარგოთ ბავშვს სტიმული. მათ თქვენი გამხნევება სჭირდებათ. ბავშობიდანვე თუ ისწავლის თქვენი შვილის, რომ წინაღობის დანახვისას არ უნდა დანებდეს, დიდობაშიც გაუდვილდება პრობლემებთან გამკლავება

მომიყევი, როგორ ჩაიარა დღემ?

ძალიან კარგია თუ დღის ბოლოს სთხოვთ შვილს ამ დღის ემოციები გაგიზიაროთ.

გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ

ვამაყობ შენით

დიდი მადლობა, რომ დამეხმარე

გახსოვდეთ, ძალიან მნიშნველოვანია თქვენვე მიაჩვიოთ ბავშვი მადლობის გადახდას. გადაუხადეთ მას მადლობა ნებისმიერი საქმისთვის, რათა თვითონაც შეძლოს შემდეგ მადლობის გადახდა.

ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდი?

გადაწყვეტილების მიღებამდე შეეცადეთ ბავშვსაც ჰკითხოს აზრი. ამ გზით მას თავს აგრძნობინებთ, რომ ის ოჯახის განუყოფელი ნაწილია

მე შენ ძალიან მიყვარხარ