10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ჯანსაღ ურთიერთობაში იმყოფებით

by guramus
ნათქვამია: ,,არ ღირს თავის დაჯერება, თითქოს ურთიერთობას მომავალი გააჩნია, თუკი თქვენს მუსიკალურ ფირფიტებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შინაარსი აქვს ან თქვენი საყვარელი ფილმები ერთმანეთს არც კი გამოელაპარაკებოდნენ, თუკი ისინი წვეულებაზე შეხვდებოდნენ”. არ გარწმუნებთ, რომ თქვენი ურთიერთობის შენარჩუნება/არშენარჩუნების საკითხს მუსიკალური გემოვნება ან ფილმების სიყვარული განსაზღვრავს. უბრალოდ ბევრ რამეში საჭიროა კომპრომისი.
გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რაც დაადასტურებს თქვენი ურთიერთობის გამძლეობას.
1. გულახდილები ხართ ურთიერთობები დროს უძლებს, თუ წყვილს არ ეშინია ერთმანეთთან გულწრფელად საუბრის. თქვენ შეგიძლიათ გრძნობების გაზიარება და მოსმენა ბოლომდე. ეს კი ძლიერი ურთიერთობის ერთ-ერთი წინაპირობაა
2. გაქვთ თქვენი საკუთარი სივრცე მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებულები ხართ, ეს არ გულისხმობს ყოველი წუთის ერთად გატარებას. დრო დაუთმეთ თქვენს პირად ინტერესებს, მეგობრებს. ეს ურთიერთობას მუდმივად განაახლებს და მოგცემთ შანსს ინდივიდუალურად გაიზარდოთ, მაშინაც, როცა იზრდებით, როგორც წყვილი.
3. ჩხუბობთ უთანხმოებები ნორმალური პროცესია. ასე რომ, თუ არ ჩხუბობთ, ე.ი. უკან იხევთ. ადამიანები ჯანსაღი ურთიერთობის დროს მუდამ ჩხუბობენ, ოღონდ პროდუქტიულად და სამართლიანად. ეს კი არ გულისხმობს სასამართლოში სირბილსა და გულგატეხვებს. ეს ნიშნავს სურვილს, რომ გაუგოთ თქვენს პარტნიორს, ნაცვლად პირადი ქულების დაწერისა. და რა ხდება თუ შეცდი? იხდი ბოდიშს.
4. მოგწონთ საკუთარი თავი და პარტნიორი სათუოა, რომ თქვენი ურთიერთობა გარდაისახოს, თუ ლატარიაში მოიგებთ, შვილი შეგეძინებათ ან საოცნებო სახლში გადახვალთ საცხოვრებლად. ასე რომ, ნუ გექნებათ იმედი, რომ ურთიერთობას რამე გარდაქმნის. უნდა აცნობიერებდეთ, რომ უნაკლოები არც ერთი ხართ და იღებდეთ და აფასებდეთ ერთმანეთისგან, იმის გამო, როგორებიც ხართ ახლა და არა იმისთვის, რაც შესაძლოა ოდესმე გახდეთ.
5. იღებთ ერთობლიბ გადაწყვეტილებებს თქვენ არ იძლევით ბრძანებებს. არც თქვენი პარტნიორი. დაწყებული იმით, თუ რა ფილმს გინდათ უყუროთ, დამთავრებული რამდენი შვილის ყოლა გსურთ, თქვენ გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად, შეთანხმებულად და ისმენთ ერთმანეთის აზრებსა და სურვილებს.
6. ერთობით ჯანსაღი ურთიერთობები მუდამ სავსეა ბედნიერებითა და მხიარულებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდამ ერთ განწყობაზე იქნებით ან პარტნიორისგან გექნებათ ამის მოლოდინი. უბრალოდ ერთობლივი ბედნიერება უფრო სასიამოვნო პროცესია და შესაძლოა პატარა მომენტებშიც კი მოულოდნელად დაიბადოს
7. მოქმედებთ შეთანხმებულად. შესაძლოა თქვენს პარტნიორს გვიანობამდე უწევდეს მუშაობა, სანამ თქვენ სამზარეულოში ფუსფუსებთ. ანდაც, საჭიროა, რომ მშობლებთან გაატაროთ დრო, სანამ თქვენი მეუღლე რიგით პრობლემებს უმკლავდება. ასეთია ცხოვრება. მთავარია იყოთ რაციონალურები.
8. ყურადღებიანები ხართ არაფერია საყვარელი ადამიანისთვის ზრუნვასა და ყურადღებაზე მნიშვნელოვანი. პატივისცემა, დაფასება, ემპათია. ეს დაუწერელი კანონია ურთიერთობებში. თუკი უბრალო ნაცნობს მეტი პატივისცემით ეპყრობით, ვიდრე პარტნიორს, დაბრუნდით ერთი ნაბიჯით უკან და გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს.
9. ენდობით ერთმანეთს
ჯანსაღი ურთიერთობები ყოველთვის ეფუძნება ნდობას. ყოველგვარი შეთქმულებებისა და საიდუმლოების გარეშე კომუნიკაციას.
10. შეგიძლიათ უმნიშვნელო მომენტების დავიწყება შეიძლება პარტნიორზე გაბრაზდე, ან ის გაბრაზდეს შენზე. შესაძლოა დაუფიქრებლადაც უთხრათ ერთმანეთს რაღაცები. უმთავრესი ის არის, რომ მარტივად მოაგვაროთ ეს ყოველივე. დაავიწყდა მას რძის ხელმეორედ ყიდვა? უთხარით, რომ გეწყინათ, თუმცა შემდგომ დავიწყებას მიეცით ეს.
0

ასევე დაგაინტერესებთ