მთავარი ურთიერთობები 10 საინტერესო ისტორია ურთიერთობაზე, რომლებსაც მამაკაცები ჰყვებიან

10 საინტერესო ისტორია ურთიერთობაზე, რომლებსაც მამაკაცები ჰყვებიან

by guramus
სიყვარულში არ არსებობს სტანდარტები. ყველა ისტორია თავის მხრივ უნიკალური და განუმეორებელია. ერთსა და იმავე ურთიერთობაში მყოფი პიროვნებებიც კი სხვაგვარად აღიქვამენ მოვლენებს. წარმოგიდგენთ ყველაზე თბილ და რომანტიულ ისტორიებს, რომლებიც მამაკაცების თვალით დანახულ ურთიერთობებს აღწერენ.
10 ისტორია ურთიერთობაზე
1. ერთ საღამოს ვიწექით და ვარსკვლავებიან ცას ერთად ვუყურებდით. ჩემს გოგოს უნდოდა ვარსკვლავის ჩამოვარდნა ენახა, რათა სურვილის ჩაიფიქრება მოეხერხებინა, მაგრამ ჩაეძინა. მხოლოდ მე ვნახე თუ როგორ ჩამოვარდა ვარსკვლავი და ჩავიფიქრე, რომ მისი ყველა ოცნება ახდენილიყოს.
2. ღამის 3 საათზე ჩემი ცოლი მაღვიძებს და მეუბნება: “მსუქანი რომ ვიყო მაინც გეყვარები?” მე კი ვუპასუხე რომ მსუქანი არსებები ბავშვობიდან მიყვარდნენ.
3. როდესაც დედას ვუყვებოდი იმ გოგონაზე, ვინც მომწონდა, ყოველთვის მეკითხებოდა რა ფერის თვალები ჰქონდა და რომელი ნაყინი უყვარდა. ახლა 40-ის ვარ, დედა დიდი ხნის გარდაიცვალა, თუმცა დღემდე მახსოვს, რომ მწვავე თვალები ჰქონდა და შოკოლადის ნაყინი უყვარდა, ისევე, როგორც ჩემს ცოლს.
4. მომავალი მეუღლე საკმაოდ საინტერესოდ გავიცანი: წვიმის შემდეგ უნივერსიტეტის წინ იმხელა გუბე იდგა, რომ დასვრის გარეშე კარებში ვერ შეხვიდოდით. ის გუბის პირას იდგა, საკმაოდ შეწუხებული, ვერც შემოვლას ახერხებდა. დაუფიქრებლად მივედი და ხელში ავიყვანე. უნდა გენახათ მისი გაოცებული თვალები. მართალია მთლიანად გავიწუწე და დავსველდი, მაგრამ სამაგიეროდ ის გოგონა დღეს ჩემი ცოლია.
5. როდესაც მეუღლესთან ვკამათობ, ჩვენი ქალიშვილი სიმულაციას ახდენს თითქოს ხელი ან ფეხი მოეტეხოს ისე ეცემა ძირს. ერთხელ როდესაც სამზარეულოში ვკამათობდით, ის მისაღებში იყო. მოვიდა და მითხრა, რომ მარტო ვერ იძინებდა, ხელი მომკიდა და წამიყვანა. შვილი ნამდვილად გვაცილებს კონფლიქტებს თავიდან.
6. მე და ჩემი გოგო იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს. გარშემომყოფებიც მუდამ ამას აღნიშნავენ, თუმცა იმასაც გვეუბნებიან რომ ურთიერთობაში ბევრი პრობლემა არსებობს. ამ მხრივ ჩვენ კურიოზული სიტუაცია გვაქვს. ტემპერატურას სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. მე მაისურით მძინავს, მას კი- სვიტრით. სასაცილოა რომ სწორედ ეს იქცა ჩვენთვის ერთგვარ პრობლემად.
7. რთული განქორწინების შემდეგ დიდი ხანი ვიყავი ცუდად. ამ ზაფხულს კი დასვენება გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლის მეგობარს თავისუფალი ოთახი ჰქონდა რომში, დამპატიჟა და მეც წავედი. იქ კი შევხვდი გოგონას, რომელიც ჩემი ქალაქიდან ყოფილა. საოცარი გრძნობაა როდესაც ადამიანი ისეთი აღმოჩნდება, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდე.
8. სამუშაოს გამო ხშირად მიწევს სმენაში ყოფნა. მეუღლე ყოველთვის გემრიელ საჭმელს მიმზადებს და თან მატანს. აღმოჩნდა რომ ის შეკვრაში საკვებთან ერთად წერილსაც დებს, ვერც კი წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა ასეთი სიურპრიზი.
9. მეუღლე ყოველთვის სწორ შეკითხვას მისვამს. ვინ მინდა რომ ვიყო? რა უნდა გავაკეთო უფრო მეტი ბედნიერებისთვის? რა მომწონს ადამიანებში? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ჩემი მეგობარი? როგორი ქალით შეიძლება ვიყო მუდამ აღფრთოვანებული? ეს ყველაფერი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს რომ მას ვაინტერესებ. ამის გამო კი ჩემთვისაც უფრო საინტერესო ხდება.
10. მაშინ როდესაც ჩვენმა შვილმა საუბრის სწავლა დაიწყო, მას ჩუმად დედა-ს თქმა ვასწავლე. მინდოდა ეს ყოფილიყო მისი პირველი სიტყვა. ერთ დღესაც როდესაც სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი და იმ ოთახში შევედი, სადაც მეუღლე და ბავშვი იყვნენ გავიგონე როგორ ასწავლიდა ის შვილს მამა-ს თქმას.