მთავარი კულინარია რა მოვუმზადოთ საყვარელ ადამიანს ვახშმად? საუკეთესო რეცეპტები

რა მოვუმზადოთ საყვარელ ადამიანს ვახშმად? საუკეთესო რეცეპტები

by guramus

თუ გიყვართ სამზარეულოში ტრიალი და საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი საჭმელების მომზადება, გთავაზობთ ძალიან კარგ რეცეპტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ და ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანებს.

სალათა “სუში”

თუ იაპონური სამზარეულო გიყვართ, ალბათ უკვე გიცდიათ “სუშის” მომზადება. საქმე იმაშია, რომ ამ კერძის მომზადება გარკვეულ დროს და ცოდნასაც მოითხოვს. თანაც, პორციები საკმაოდ პატარა გამოდის.

ამიტომ, გთავაზობთ ორიგინალური სალათის რეცეპტს, რომელშიც თითქმის იგივე ინგრედიენტებია საჭირო, რაც როლების მომზადებას უნდა. გემოთიც ძალიან ჰგავს მას.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 300 გრ ავოკადო 1 ცალი
  • კიტრი 2 ცალი
  • ქუნჯუთი გემოვნებით
  • ორაგული 200 გრ
  • ნორის ფურცელი 1 ცალი
  • სოიოს სოუსი გემოვნებით
  • ვასაბი (იაპონური სანელებელი) 20 გრ

მომზადების წესი:

აიღეთ 2 ფირფიტა ნორი. დააფარეთ ამობრუნებული თეფში და ბასრი დანით შემოაჭერით კიდეები. დააფინეთ მასზე ნახევარი ბრინჯი, რომელიც იგივენაირად იხარშება, როგორც როლებისთვის (ხარშავთ ცოტა წყალში მრგვალ ბრინჯს, რომ წებოვანი გამოვიდეს).

წაუსვით ბრინჯის ფენას თხლად ვასაბის სოუსი (ვასაბის ფხვნილი გახსენით ადუღებულ წყალში, პროპორცია 1:1-ზე). ზემოდან დაადეთ ნახევარი პორცია დაჭრილი კიტრი და თევზი. დააფინეთ მეორე ფენა ბრინჯი, დარჩენილი კიტრი და დაჭრილი ავოკადო.

ზემოდან მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები და მოაყარეთ ქუნჯუთის მარცვალი.

გემრიელად მიირთვით!

სკუმბრია ღუმელში გამომცხვარი

წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელშიც იდეალურადაა შეხამებული სანელებლები, ნიორი და მთავარი ინგრედიენტი – თევზი.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია 2 ცალი
  • პაპრიკა 1 ჩ/კ
  • ორეგანო გემოვნებით
  • ნიორი 3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოამზადეთ მარინადი: ზეითუნის ზეთში დაუმატეთ მარილი, პაპრიკა, ორეგანო და დაჭყლეტილი ნიორი. გაასუფთავეთ თევზი ფხებისგან. თევზი დაამარინადეთ და დატოვეთ 20-30 წთ. სინზე დააფინეთ ფოლგა და დააწყვეთ თევზის ნაჭრები კანით ზემოთ. აცხვეთ 10 წთ, 220 გრადუს ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!