მთავარი ურთიერთობები 4 ფაზა, რომელსაც წარმატებული ურთიერთობისკენ მივყავართ

4 ფაზა, რომელსაც წარმატებული ურთიერთობისკენ მივყავართ

by guramus

აზრიან ურთიერთობა უცბად არ ყალიბდება. მას სჭირდება ენთუზიაზმი,ძალისხმება და გამბედაობა .თუმცა თითოეულო ურთიერთობა არის სხვადასხვაგვარი ყველა წყვილისთვის,არსებობს რამდენიმე ფაზა, რომლებიც შეიძლება განისაზღვროს ყველასთვის. ეს ფაზები არის ფუნდამენტი მყარი და წარმატებული ურთიერთობის დასამყარებლად, რომელიც სულ გაგრძელდება.

აი, ჩვენი შედგენელი 4 ფაზაც

1.არშიყობის ფაზა
La vie en rose-პეპლების ,ხორკლიანი კანის და ოცნების დრო.პირველი პაემნებჯ,პირველი შეხება, ერთად ყოფნის დიდი სურვილი. ენთუზიაზმი,გართობა ,რომანტიკა და აღელვება. დგები გაღიმებული მაშინ, როცა ფიქრობ სხვა ადამიანზე და იძინებ მის ფიქრში. თქვენ ორივე ხართ თქვენივე საუკეთესო ქცევაზე : ნამდვილი ჯელტმენი და ქალბატონი.
არც ბზარი,არც ჩხუბი მხოლოდ ქიმია და ტრფიალი. ეს არის დრო როცა სიყვარული არის სრულიად ბრმა. თუმცა ის შეიძლება არ იყოს რეალური,გამძლე სიყვარული.
2. გამოსაღვიძებელი ფაზა
არის არშიყობის ფაზისგან დამოუკიდებელი ფაზა. ასეთი სანეტარო დრო ყოველთვის ჩანს ხანმოკლე. პირველი სერიოზული გაუგებრობა, პირველი ჩხუბი,პირველი დამცირება და პირველი ზარი მეგობართან რჩევისთვის. ახლა შეგიძლია დაინახო შენი პარტნიორი რეალური .დიახ ის შენი შეყვარებულია.ადამიანი, როგორც ყველა- სრულყოფილი თავისი ნაკლოვანებებით. შენ იწყებ ფიქრს არის თუ არა ეს ადამიანი სწორედ ჩემთვის. დაბნეულობა,ეჭვი,დიდი ტკივილი. ეს არის გადამწყვეტი პუნქტი,სადაც უმეტესი ურთიერთობა მარცხდება. ხართ თქვენ შეთავსებულნი?და თუ ხართ კი, იმდენად მომწიფებული რომ გადალახოთ ეს ?
3.თვითდაჯერებულობის ფაზა 
თქვენ უნდა იცოდეთ და უგებდეთ ერთმანეთს უფრო ღრმა საფეხურზე. ახლა შენ ხარ გათვითცნობიერებული შენი პარტნიორის გემოვნებაზე,მის თვისებებზე და შეცდომებზე,მის პერსპექტივაზე , კრიტიკაზე და ბოლოს მის გრძნობებზე. დიახ,შენ გჯერა მისი, როგორც პიროვნების და როგორც პარტნიორის. შენ იცნობ ამ პიროვნებას,ის არის ინდივიდი და უფრო მნიშვნელოვნია. ის არის ყოველთვის შენს გვერდით, როცა გჭირდება მხარდაჭერა. თუმცა ერთად ყოფნის მღელვარება არის ისეთი საოცარი, როგორც არშიყობის ფაზაში. გულში ჩამწვდომ გრძნობებს ეჩვევი: საერთო ნდობა, დაფასება და რწმუნება. ბოლოს თქვენ იზრდებით ერთად და ხდებით დაღვინებულები. თქვენ სწავლობთ გაზიარებას და კამათს,რომ პატივი სცეთ ერთმანეთის საჭიროებებს და სურვილებს. თქვენ ხდებით უკეთესი ადამიანები, ასევე როგორც უკეთესი შეყვარებულები.
4. ხელახალი აღმოჩენის ფაზა
ეს არია ფაზა, რომელამდეც მხოლოდ წარმატებული ურთიერთობები მიდის. ეს არის მნიშვნელოვანი დრო ,როცა შენ პოულობ გამძლე სამუდამო სიყვარულს.ეს ის ღრმა და საოცარი გრძნობაა, რასაც ბევრი ადამიანი ვერც განიცდის. ხელახალი აღმოჩენის ფაზა ამთლიანებს და წარმოქმნის იმ სამ ფაზას, რომელიც ზემოთაა აღნიშნული. ეს არის პერიოდი, როცა შენ გრძნობ თავს გადარეულად , მიყვები ფიზიკურ მოთხოვნილებებს .ეს არის ის დრო, როცა შენ იცნობ შენს პარტნიორს ძალიან კარგად და კიდევ გჯერა, რომ ის არის უნიკალური შენთვის. ეს არის ის მომენტი, როცა შენ შეძელი ნდობა, იმიტომ რომ შენ სრულიად ეყრდნობი მას , თქვენს სიყვარულსა და მტკიცე გრძნობებს.

 

D.T.